დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, April 27, 2014

„ლამბორგინი“ უგზოობის „ურუსს“ სლოვაკეთში გამოუშვებს

Lamborghini Urus SUV will Reportedly Be Built in Slovakia from 2017
27 აპრილი
რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, „ლამბორგინის“ უგზოობის მოდელ „ურუსს“, „ფოლკსვაგენის“ სლოვაკეთის ქარხანა გამოუშვებს. ავტომობილის წარმოება 2017 წელს დაიწყება. ავტომობილი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის მოდულურ პლატფორმა MLB-ზე აიგება, რომელსაც „პორშე“ თავისი „კაიენის“ შემდგი თაობისთვის გამოიყენებს. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „აუტომობილვოხე“ ავრცელებს.
უფრო მეტიც, ამავე პლატფორმაზე გამოვა ახალი „ფოლკსვაგენ ტუარეგი“, „აუდი Q7“ და „ბენტლის“ პირველი ყველგანმავალი. იმავე გამოცემის ინფორმაციით, გერმანულმა ჯგუფმა ბრატისლავას ქარხნის მოდერნიზაცია ჩაატარა. იქ გერმანული ჯგუფის მეტალის უდიდესი სატვიფრი დანადგარი დაამონტაჟეს, რომელსაც მხოლოდ დიდგაბარიტიანი ავტომობილების ძარის და შასის ფოლადის და ალუმინის ნაწილების წარმოებისთვის გამოიყენებენ.
„აუტომობილვოხე“ ასევე წერს, რომ თავის უგზოობის ავტომობილზე „ლამბორგინი“ ინტენსიურად გამოიყენებს ალუმინს, რითაც წონის და აქედან გამომდინარე, საწვავის ხარჯის შემცირებას მიაღწევს. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან მალე ევროკავშირი გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობაზე რეგლამენტს გაამკაცრებს.
ცნობისათვის, „ლამბორგინიმ“ უგზოობის ავტომობილების წარმოება 1990-იან წლებში სცადა, როცა LM002 (მეტსახელად „რემბო ლამბო“) გამოუშვა. ეს ავტომობილი სამხედრო დანიშნულების იყო, მაგრამ მისით არავინ დაინტერესდა, რის გამოც, იტალიურმა კომპანიამ წარმოება (1993 წელს) გააჩერა.
თუმცა, მაშინ უგზბის ავტომობილები ისეთი პოპულარობით არ სარგებლობდა, როგორც ახლა. სანტ’აგატა ბოლონეზელებს თანამედროვე ბაზრის ტენდენციისთვის ფეხის აბმა უწევთ - მათ გარდა, იგივე გზას მალე დაადგებიან „ბენტლი“, „მაზერატი“, რომელიც მალე უგზოობის „ლევანტეს“ გამოუშვებს და შორს არც ის დროა, როცა ასეთი ავტომობილის წარმოებას „როლს-როისიც“ გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ ახლახანს „ლამბომ“ თავის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, „გალარდოს“ შემცვლელი - „ურაკანი“ გამოუშვა, რომელსაც მიმომხილველები კიდევ უფრო წარმატებულ ბიზნესს უწინასწარმეტყველებენ. ცნობისათვის, კომპანიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული 2008 წელი იყო, როცა 2 430 ავტომობილი გაჰყიდა. შარშან 2 121 ავტომობილი გაიყიდა, შარშანწინ კი - 2 083.

No comments:

Post a Comment