დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 28, 2014

„ფორდ ფოკუსის“ სიახლეები ნიუ იორკში

2015 Ford Focus Sedan and Electric Debut at New York Auto Show
28 აპრილი
ნიუ იორკის ავტო შოუზე, „ფორდმა“ მსოფლიოს ბესტ სელერ „ფოკუსის“ სედანისძარიანი და ელექტრული ვერსიები წარადგინა. ორივე შემთხვევაში, ავტომობილმა ახალი, უფრო სოლიდური და სპორტული გამომეტყველება მიიღო, თავისი რადიატორის ცხაურით კი ის „ასტონ მარტინს“ გაგახსენებთ. ახალი ავტომობილის გარეგნობის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ვიწრო ფარებია, რომლებიც თითქმის კაპოტის შუამდე არის წაგრძელებული.
სიახლეა ძრავების გამაში. ახლა უკვე შესაძლებელია ისეთი „ფოკუს სედანის“ შეძენაც, რომელიც სერია ეკობუსტის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი. ეს ძრავი უკვე შედის ჰეჩბეკ „ფოკუსის“ აღჭურვილობაში, ამიერიდან კი მას სედანზეც დააყენებენ. მისი სიმძლავრე 123 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 197 ნიუტონმეტრი. ამ ძრავს მხოლოდ 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი უწყვილდება. მაგრამ სხვა ძრავების შემთხვევაში, შესაძლებელია რობოტიზებული ტრანსმისიის დაყენებაც.
გარდა ამისა, საფუძვლიანი მოდიფიკაცია ჩაუტარდა „ფოკუსის“ საკიდარს, რომელშიც ახალი ამორტიზატორები გამოიყენეს. რეკალიბრაცია ჩაუტარდა საჭის მექანიზმის ელექტრო გამაძლიერებელს. ამ ყველაფრის წყალობით, ავტომობილი უფრო ადვილად სამართავი და სტაბილური გახდა. სიახლეებია სალონშიც, სადაც უფრო უხვადაა გამოყენებული მოქრომილი დეტალები. შეიცვალა საჭის რგოლის დიზაინი.
რაც შეეხება ელექტრულ „ფოკუსს“, გარეგნულად ის შიდაწვისძრავიანი ვერსიისგან მცირედით განსხვავდება. ჯერ ერთი, ის მხოლოდ ჰეჩბეკის ძარით გამოვა. ამასთან, რადიატორის ცხაური ქრომირებული აქვს. მისი სპოილერი აეროდინამიკურად უფრო დახვეწილია. ამასთან, ავტომობილს შესაბამისი წარწერებიც აქვს, რომლებიც მის ელექტრულ „ჯიშზე“ მიგანიშნებთ.
ელექტრული ძრავი, რომლიტაც ელექტრომობილია აღჭურვილი, 143 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილს ერთი სრული დამუხტვით 122 კილომეტრის გავლა შეუძლია. დამუხტვის სრული ციკლისთვის 2-4 საათია საჭირო. დამუხტვის დრო დამოკიდებულია დასამუხტი მოწყობილობის ტიპზე. ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე ტრანსმისიის საშუალებით, 136 კმ/სთ ნიშნულზეა შეზღუდული.

No comments:

Post a Comment