დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 28, 2014

გრძელბაზიანი „რეინჯ როვერი“ ჰიბრიდული აგრეგატით

Range Rover Long Wheelbase Diesel Hybrid is the First of its Kind in China
28 აპრილი
ჩინეთში ყველაზე მეტად ისეთ ავტომობილებს აფასებენ, რომლებსაც უკანა სავარძლებისთვის ჩვეულებრივზე დიდი ადგილი აქვთ. ახლა კი იქ საწვავის ეკონომიურ მოხმარებასა და გამონაბოლქვის შემცირებასაც აქცევენ ყურადღებას, რადგან მუდმივი სმოგის გამო, მეგაპოლისებში ავტომობილების მოძრაობას ძლიერ ზღუდავენ. ორივე ტრენდს მიჰყვება „ლენდ როვერი“, რომელმაც პეკინის ავტო შოუზე, გრძელბაზიანი „რეინჯ როვერის“ ჰიბრიდული ვერსია წარადგინა.
ჰიბრიდული „რეინჯი“ აღჭურვილია დზელის 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით და ელექტრო ძრავით, რომელიც შიდაწვის ძრავსა და ZF-ის წარმოების 8-საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიას შორისაა განლაგებული. ჰიბრიდული სისტემის მაქსიმალური სიმძლავრე 337 ცხენის ძალაა (აქედან 48 ცხენის ძალა ელექტრო ძრავზე მოდის), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 700 ნიუტონმეტრი.
ეს პირველი ავტომობილია ჩინურ ბაზარზე, რომელიც დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. თავისი ზორბა გაბარიტების მიუხედავად, ჰიბრიდული გრძელბაზიანი „რეინჯი“ ას კილომეტგრს 6.4 ლიტრი საწვავით გადის. ამასთან, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 169 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ავტომობილს მხოლოდ ელექტრო ძრავით გადაადგილებაც შეუძლია, ოღონდ ამ დროს მისი მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 48 კმ/სთ-ია, სვლის სიშორე კი 1.6 კილომეტრი. ელექტრულ აგრეგატს გენერატორის მოვალეობის შესრულებაც შეუძლია და ამ დროს ის შენელებისას წარმოქმნილ კინეტიკურ ენერგიას გადაამუშავებს. პატარა ელექტრო ძრავს ძრითადად აჩქარებისას იყენებენ.
გრძელბაზიან ჰიბრიდულ „რეინჯ როვერზე“ შეკვეთების მიღებას, „ლენდ როვერი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაისში დაიწყებს, შეკვეთების შესრულება კი წლის ბოლოს, ჩინეთიდან დაიწყება.

No comments:

Post a Comment