დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 4, 2014

ჰამილტონი და ისევ ჰამილტონი

Motor racing-Hamilton shines in Bahrain practice
4 აპრილი
როგორც მოსალოდნელი იყო, „მერსედესის“ ბიჭები ბაჰრეინის სახირის ტრეკზეც დომინირებენ. თავისუფალ პრაქტიკებზე პირველი ორი ადგილი ლუის ჰამილტონს და ნიკო როსბერგს, ამავე თანმიმდევრობით ეკავათ. ამასთან, საღამოს სესიაზე, ორივე პილოტმა თავის პირველი სესიის შედეგ დაახლოებით სამი წამით გააუმჯობესა. რაც მთავარია, ორი სესიის ჯამში, მათი უახლოესი მდევარი ფერნანდო ალონსო ჰამილტონს წამზე მეტით ჩამორჩა.

„ჰიუნდაიმ“ თავის შეფს შარშან 13 მილიონი დოლარი გადაუხადა

Hyundai chief Chung Mung-koo earned $13 million last year
2 აპრილი
„ჰიუნდაი მოტორმა“ თავის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, 76 წის ჩონგ მონგ-კუს (ფოტოზე) ხელფასის სახით 14 მილიარდი ვონი (დაახლოებით13.09 მილიონი დოლარი) გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ კორეულმა ავტოგიგანტმა ამ ტიპის ინფორმაცია პირველად გამოაქვეყნა.

ფ1-ს ამერიკული გუნდი დაემატება

Ecclestone says Haas set for F1 in 2015
4 აპრილი
ამერიკელი ბიზნესმენი და ნასქარ-ის გუნდის თანამფლობელი ჟენე ჰაასი მზადაა, ფ1-ში თავისი გუნდი გამოიყვანოს. ამის იმედს კი ის გარემოება იძლევა, რომ მის მისაღებად თვით ბერნი ეკლსტოუნია მზად. მართალია, სულ ცოტა ხნის წინ, ბრიტანელი უარყოფდა, რომ ჰაასს ფ1-ის მე-12 გუნდის შემოყვანის შანსი აქვს, მაგრამ ახლახანს თავადვე განაცხადა: „ვფიქრობ, ჰაასი ჩვენგან თანხმობას მიიღებს“.

შუმახერს იმედისმომცემი ნიშნები აქვს

Manager denies Schumacher recovery hopes fading
4 აპრილი
მიხაელ შუმახერის მენეჯერი საბინე კემი უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის გამოჯანმრთელების შანსი მკვეთრად შემცირდა. ამ მოსაზრების საფუძველი გამოდგა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შუმის მეუღლე კორინა შვეიცარიაში მათ მფლობელობაში არსებულ ვილას სამედიცინო სექციის დამტებას აპირებს, რომელსაც მიხაელის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებელი მოწყობილობით აღჭურვავს.