დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, April 4, 2014

ჰამილტონი და ისევ ჰამილტონი

Motor racing-Hamilton shines in Bahrain practice
4 აპრილი
როგორც მოსალოდნელი იყო, „მერსედესის“ ბიჭები ბაჰრეინის სახირის ტრეკზეც დომინირებენ. თავისუფალ პრაქტიკებზე პირველი ორი ადგილი ლუის ჰამილტონს და ნიკო როსბერგს, ამავე თანმიმდევრობით ეკავათ. ამასთან, საღამოს სესიაზე, ორივე პილოტმა თავის პირველი სესიის შედეგ დაახლოებით სამი წამით გააუმჯობესა. რაც მთავარია, ორი სესიის ჯამში, მათი უახლოესი მდევარი ფერნანდო ალონსო ჰამილტონს წამზე მეტით ჩამორჩა.

ბაჰრეინში რბოლა მეათედ ტარდება, ოღონდ ამჯერად ის ხელოვნური განათების ქვეშ გაიმართება, რომელსაც ტრეკის გასწვრივ განლაგებული 5 000 ცალი მძლავრი სანათი უზრუნველყოფს. მეორე სესია სწორედ ხელოვნურად განათებულ ტრეკზე ჩატარდა. საინტერესოა ისიც, რომ საღამოს სარბოლოდ უკთესი პირობებია - თუ სესიის დასაწყისისთვის, ასფალტის ტემპერატურა 33 გრადუსს აღწევდა, დაბნელების შემდეგ, ის 25 გრადუსამდე ჩამოვიდა.
სანამ სამქიმიანები ბატონობენ, „რედ ბულს“ დანიელ რიკარდოს მანქანაზე ისევ საწვავის ხარჯის სენსორის პრობლემა აქვს. იგივე პრობლემა მის ბოლიდს წინა ორ რბოლაშიც ჰქონდა. ასეა თუ ისე, ორი პრაქტიკის ჯამში, სწორედ მას აღმოაჩნდა მეოთხე საუკეთესო დრო. ავსტრალიელს მხოლოდ 0.009 წამით ჩამორჩა ფელიპე მასა. აღსანიშნავია, რომ თუ ჰამილტონი ალონსოს წამს უგებს, ესპანელის შემდგომ მყოფი ათი პილოტი, მისგან დაახლოებით 0.6 წამშია. მათ შორისაა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი, რომელიც მე-10 ადგილს დასჯერდა.
პირველ სესიაზე კურიოზლი ინციდენტი შეემთხვა ალონსოს. მექანიკოსებმა მას მანქანაზე ერთი რბილი და სამი მედიუმ საბურავი დაუყენეს. ესპანელი პიტ ლეინზევე გაჩერდა და „დამნშავეებმა“ ის უკანვე გააგორეს, სადაც შეცდომა სწრაფად გამოასწორეს.
პირველ პრაქტიკაზე, სამი სარეზერვო პილოტი ვიხილეთ. „უილიამსმა“ ვალტერი ბოტასის ნაცვლად ფელიპე ნასრი გამოუშვა, გიედო ვან დერ გარდემ ესტებან გუტიერესი შეცვალა, რობინ ფრიინსმა კი - კამუი კობაიაში.

ბაჰრეინის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:37.502
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:37.733
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:37.953
4. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:38.122
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:38.636
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                           1:38.783
7. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                        1:38.949
8. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:39.056
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1:39.102
10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)          1:39.389
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                     1:39.533
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)          1:39.862
13. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, უილიამსი)                 1:40.078
14. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)        1:40.406
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                  1:40.652
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)      1:40.793
17. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:40.889
18. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, ზაუბერი)     1:40.913
19. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:41.036
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:41.794
21. რობინ ფრიინსი (ჰოლანდია, კატერჰემი)              1:42.417
22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)              1:42.711

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:34.325
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:34.690
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:35.360
4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1:35.433
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                       1:35.442
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:35.528
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:35.606
8. დანილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო)                    1:35.640
9. კევინ მაგნუსენი (დანია, მაკლარენი)                        1:35.662
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                  1:35.802
11. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:35.920
12. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)          1:35.972
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)        1:35.998
14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                         1:36.366
15. ადრიან სუტილი (გერმანია, ზაუბერი)                  1:36.962
16. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:36.975
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)      1:37.259
18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                1:37.599
19. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:37.800
20. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:38.247
21. კამუი კობაიაში (იაპონია, კატერჰემი)                    1:38.257
22. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, კატერჰემი)              1:39.136

No comments:

Post a Comment