დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, January 3, 2015

„შელბი“ როდსტერ „კობრა 427-ის“ საიუბილეო ვერსიას გამოუშვებს

Shelby Launches 50th Anniversary Cobra 427, Only 50 Will be Built
3 იანვარი
ამერიკული კომპანია „შელბი ამერიკენი“ მალე როდსტერ „კობრა 427-ის“ საიუბილეო ვერსიის წარმოებას დაიწყებს. მის გამოშვება ლეგენდარული ავტომობილის შექმნიდან 50 წლის იუბილეს უკავშირდება. სუპერ ავტომობილის პრემიერა, ბარეტ-ჯეკსონის აუქციონზე გაიმართება, სადაც მასზე შეკვეთების მიღერაც დაიწყება.

„სუზუკი“ ტოკიოში „ჰასტლერ J სტაილს“ წარადგენს

Suzuki Hustler J Style to launch on January 9 – Japan
3 იანვარი
ტოკიოს ავტო სალონზე, რომელიც 9 იანვარს დაიწყება და სამი დღე გასტანს, „სუზუკი“ რამდენიმე ავტომობილით წარსდგება. მათ შორის იქნება კეიქარ „ჰასტლერის“ სპეც ვერსია „J სტაილი“. ეს ავტომობილი, იაპონიის საავტომობილო მკვლევართა და ჟურნალისტთა კონფერენციამ (RJC) 2015 წლის ავტომობილად დაასახელა და სპეც ვერსია სწორედ ამ აღიარებას ეძღვნება.

ძრავების რეგლამენტის გაყინვის დასასრული...

FIA allows 2015 F1 engine upgrades
3 იანვარი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ ფორმულა ერთის გუნდებს სპეციალური წერილები დაუგზავნა, რომლებშიც მითითებულია, რომ ძრავების რეგლამენტის გაყინვის წესის მიუხედავად, ამავე რეგლამენტში არსებული ეგრეთ წოდებული ხვრელი, ამ წესის დარღვევის საშუალებას იძლევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძრავების მწარმოებლებს, საკუთარი აგრეგატების სრულყოფის საშუალება ექნებათ.