FIA allows 2015 F1 engine upgrades
3 იანვარი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ ფორმულა
ერთის გუნდებს სპეციალური წერილები დაუგზავნა, რომლებშიც მითითებულია, რომ
ძრავების რეგლამენტის გაყინვის წესის მიუხედავად, ამავე რეგლამენტში არსებული ეგრეთ
წოდებული ხვრელი, ამ წესის დარღვევის საშუალებას იძლევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძრავების
მწარმოებლებს, საკუთარი აგრეგატების სრულყოფის საშუალება ექნებათ.
„ფერარის“, „რენოს“ და „ჰონდასაც“ კი, რომელიც
ფ1-ში ახალი სეზონიდან დაბრუნდება, გაყინვის წესის შერბილება სურდათ, მაგრამ ამაზე
„მერსედესი“ ვერ დაითანხმეს. თუმცა, მოვლენები სწორედ ისე ვითარდება, როგორც მათ
სურდათ. კერძოდ, მათ უფლება ექნებათ, გვიან დაარეგისტრირონ ახალი ძრავები,
რომლებითაც მომავალ სეზნში იასპარეზებენ. ოღონდ, ზუსტი თარიღი რეგლამენტით
განსაზღვრული არაა.
ყოველივეს მიუხედავად, „ჰონდა“ ამ შესაძლებლობით
ვერ ისარგებლებს, რადგან იაპონურ კომპანიას გასულ სეზონში თავისი აგრეგატი,
გასაგები მიზეზების გამო არ დაურეგისტრირებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას ახალი
სეზონის დაწყებამდე მოუწევს ამის გაკეთება. სხვები კი, მათ შორის „მერსედესიც“,
აგრეგატის რეგისტრაციის თარიღს თავად შეარჩევენ. ოღონდ, აგრეგატების მოდფიკაცია
მაინც შეზღუდულია და რეგლამენტით, მხოლოდ 32 კომპონენტის მოდფიკაციის უფლებას
იძლევა.
ამ შესაძლებლობის შესახებ, „ფერარის“ ტექნიკურმა დირექტორმა
ჯეიმს ელისონმა FIA-ს სამუშაო ჯგუფთან აბუ დაბიში შეხვედრისას განაცხადა. შემდგომში
ამ თემაზე დისკუსიები გაგრძელდა და ბოლოს სტრატეგიულმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ
რეგლამენტის არსებული ფორმულირება, კომპანიებს ძრავებზე მუშაობის უფლებას აძლევს.
საბოლოოდ,
ძალური დანადგარები ძირითადად იგივე იქნება, რაც გასული სეზონის დასაწყისში
დარეგისტრირდა, ოღონდ, კომპანიებს მათ სრულყოფაზე მუშაობის საშუალება (რეგლამენტის
დანართ 4-ის პირველი პარაგრაფის შესაბამისად) ექნებათ.
No comments:
Post a Comment