დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, January 2, 2015

„მერსედესი“ ახალ ბოლიდს ტრასაზე იანვარში გამოიყვანს

Mercedes to test 2015 car in January - Wolff
2 იანვარი
„მერსედესი“ თავის ახალ ბოლიდს, რომლითაც გუნდიც და ლუის ჰამილტონიც ტიტულების დასაცავად იბრძოლებენ, ტრასაზე პირველად იანვარში გამოიყვანს. ეს სილვერსტოუნის ტრეკზე მოხდება, თუმცა გერმანული გუნდი იქ პრეზენტაციას არ გამართავს. ამის შესახებ, იტალიურ გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას, „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა განაცხადა.
„ჩვენ გრაფიკის შესაბამისად ვმუშაობთ და უკვე ვიცით, როგორია ახალი მანქანის შასი და ძრავი. პირველი მიზანი ისაა, რომ პირველი აწყობილი მანქანა მზად იანვრის შუა რიცხვებში იყოს. პირველ ტესტებს სილვერსტოუნზე სწორედ ამის შემდგ ჩავატარებთ. თუმცა, რა ბალანსი გვექნება დანარჩენებთან, ამას მხოლოდ ხერესში შევიტყობთ“, - ამბობს ვოლფი.
კითხვაზე, როდის ჩატარდება W06-ის ოფიციალური პრეზენტაცია, ვოლფს ზუსტი პასუხი ჯერ არ აქვს, თუმცა ფიქრობს, რომ ეს ალბათ ხერესის ტესტებამდე მოხდება. რაც მთავარია, ვოლფი ამბობს, რომ „მერსედესი“ ოდნავ მოდუნებასაც არ აპირებს, რადგან მეტოქე გუნდებიც სწრაფად ვითარდებიან და მოდუნება წაგების მეტს არაფერს მოიტანს.
„როცა ყურადღებას ადუნებ, წაგებაც მაშინ იწყება. გასული სეზონისგან გასნხვავებით, როცა ჩვენ პირველად დავიწყეთ ახალი ძრავების გამოყენება, გაუმჯობესებისთვის ნაკლები პოტენციალი გვექნება. კონკურენტებმაც იციან ჩვენი შესაძლებლობების შესახებ. და ყველანი ჩვენს დამარცხებას ეცდებიან“, - ამბობს ვოლფი და დასძენს, რომ ბევრი რამ რეგლამენტის ინტერპრეტაციებზეც იქნება დამოკიდებული, რაც მეტოქე გუნდებს დაწევის საშუალებას მისცემს:
„ბევრი რამ, წესების ინტერპრეტაციებზე იქნება დამოკიდებული, როგორც ადრეც ხდებოდა. FIA-მ წესები შექმნა და ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ წესებს. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ძრავების გაყინვის წესი თებერვალში ამოქმედდება და ეს უპირატესობას მოწინვეებს მისცემს. თუმცა, განვითარება ჩვენც გვჭირდება“.

No comments:

Post a Comment