დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 3, 2013

„ფორდმა“ სემა-ს შოუსთვის „ფიესტა ST“ და „ტრანზიტ კონექტი“ შეარჩია

Ford Chooses Fiesta ST and Transit Connect for 2013 SEMA
4 თებერვალი
ლას ვეგასის სემა-ს გამოფენამდე ცხრა თვეა, მაგრამ „ფორდმა“ უკვე აარჩია ის ავტომობილები, რომელთა ბაზაზეც სატუნინგო კომპანიებს, მათი ვერსიების დამზადებას და ამ პროცესში, საქარხნო მხარდაჭერას სთავაზობს. ორი ავტომობილი, რომლებზეც სატუნინგო კომპანიებს მუშაობა მოუწევთ, არის ჰეჩბეკი „ფიესტა ST“ და მინივენი „ტრანზიტ კონექტი“.

ჩემპიონებიც მზად არიან

Red Bull launches its 2013 car, the RB9
3 თებერვალი

ახალი სეზონის დასაწყისში, მთავარი კითხვა „რედ ბულს“ და სებასტიან ფეტელს ეხება, რომლებმაც ბოლო სამ სეზონში, პირველობა არავის დაუთმეს და საერთო ჯამში, ექვს ტიტულს მოუყარეს თავი. შეძლებენ ისინი ედრიან ნიუის დახმარებით ტრიუმფული სვლის გაგრძელებას, თუ ბოლოს და ბოლოს, ვინმე გააჩერებს! როგორი იქნება ახალი მანქანა, რომლითაც ეს უძლეველი ტანდემი ყველას ხელცარიელს ტოვებს?

„მაკლარენმა“ P1-ზე შეკვეთები ამოწურა?

Is the McLaren P1 order book about to close?
3 თებერვალი
თავის უახლეს ჰიპერქარ P1-ის მსოფლიო პრემიერას „მაკლარენი“ ჟენევის მოტორ შოუზე გეგმავს. ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია უოკინგელებმა უკვე გვიჩვენეს და ისიც გამოაცხადეს, რომ სერიული ვერსია მისგან თითქმის არ იქნება განსხვავებული. წარმოებისთვის მზადების პროცესში, „მაკლარენმა“ კონცეპტუალური P1 ყველა იმ ბაზარზე წარადგინა, სადაც მის გაყიდვას გეგმავს. და როგორც ამბობენ, შეკვეთების პაკეტი უკვე ამოწურა კიდეც.

ასე იქმნებოდა ჩემპიონის შთამომავალი - "რედ ბულ RB9" (ვიდეო)

RB9 RHYTHM OF THE FACTORY
3 თებერვალი
"რედ ბულ RB9-ს" ვიდეო პრეზენტაცია

„ფორდის“ გაყიდვები 22 პროცენტით გაიზარდა

Ford sales rise 22%, paced by Fusion’s 65% gain
3 თებერვალი

...და ეს შესანიშნავი შედეგი, მეტწილად სედან „ფიუჟნის“ დამსახურებაა, რომელიც იანვარში 22 399 ცალი გაიყიდა. ანუ, „ასტონ მარტინის“ სტილში შესრულებული განახლებული ავტომობილის გაყიდვები 65 პროცენტით გაიზარდა. სულ კი, წლის პირველ თვეშ, ამერიკულმა კომპანიამ 165 863 ავტომობილი გაჰყიდა.