დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, February 3, 2013

„ფორდმა“ სემა-ს შოუსთვის „ფიესტა ST“ და „ტრანზიტ კონექტი“ შეარჩია

Ford Chooses Fiesta ST and Transit Connect for 2013 SEMA
4 თებერვალი
ლას ვეგასის სემა-ს გამოფენამდე ცხრა თვეა, მაგრამ „ფორდმა“ უკვე აარჩია ის ავტომობილები, რომელთა ბაზაზეც სატუნინგო კომპანიებს, მათი ვერსიების დამზადებას და ამ პროცესში, საქარხნო მხარდაჭერას სთავაზობს. ორი ავტომობილი, რომლებზეც სატუნინგო კომპანიებს მუშაობა მოუწევთ, არის ჰეჩბეკი „ფიესტა ST“ და მინივენი „ტრანზიტ კონექტი“.

სემა-ზე ამ ავტომობილების ბაზაზე შექმნილი ვარიაციების წყალობით, ცისფერი ოვალი, მათდამი საზოგადოების მეტი ყურადღების მიქცევას ცდილობს. მაგრამ ეს იმას ჯერ სულაც არ ნიშნავს, რომ თავიანთი იდეების განხორციელების საშუალება, ნებისმიერ სატუნინგო კომპანიას მიეცემა. „ფორდმა“ გამოაქვეყნა ტენდერი, რომელზეც ამ ავტომობილების სრულყოფაზე მუშაობის მოსურნე კომპანიები თავიანთ პროექტებს წარადგენენ. „ფორდი“ მათგან საუკეთესოებს აარჩევს და შესაბამის კომპანიებს მწვანე შუქს აუნთებს.
ამასთან, სატუნინგო კომპანიებს იმის უფლებაც ექნებათ, რომ „ფორდის“ სხვა მოდელების ტუნინგის პროექტებიც წარადგინონ. მაგრამ არის ავტომობილები, რომლებსაც ისინი ვერ შეეხებიან. ესენია GT500, „რეპტორი“ და „ლინკოლნის“ ყველა მოდელი.
სატუნინგო კომპანიებს მოეთხოვებათ, რომ მათ მიერ შეთავაზებული სატუნინგო პროგრამები დაწვრილებითი სახით, იმეილით გაუგზავნონ „ფორდს“. პროექტში მითითებული უნდა იყოს მოდიფიკაციების ხასიათი, საპრომოუშენო გეგმა და ჩასატარებელი სამუშაოს სხვა დეტალები.

No comments:

Post a Comment