დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 16, 2015

ხის სუპერ ავტომობილი 600 ცხენის ძალით

Up Close With The Crazy 600hp Wooden Supercar From Essen
16 დეკემბერი
იყო დრო, როცა ხეს ავტომობილების კონსტრუქციაში ფართოდ იყენებდნენ. ბრიტანული კომპანია „მორგანი“ თავის რეტრო მოდელ „აეროს“ კონსტრუქციაში, ამჟამადაც ხის სუბ-სტრუქტურას იყენებს. მაგრამ ცალკეული გამონაკლისების გარდა, ალბათ არ არსებობს შემთხვევა, რომ ვინმეს ავტომობილის არამხოლოდ მზიდი ნაწილი, არამედ ძარაც ხისგან დაემზადებინოს.

„ფერარის“ შეფი მომავალ სეზონში „ფენომენურ რაიკონენს“ ელის

Ferrari boss expects 'phenomenal' Raikkonen in 2016
16 დეკემბერი
„ფერარის“ პრეზიდენტი სერჯო მარკიონე დარწმუნებულია, რომ კიმი რაიკონენი მომავალ წელს „ფენომენურ სეზონს“ ჩაატარებს. ის თვლის, რომ „ფერარის“ ფინელი პილოტი კარგ ფორმაში შევიდა. მართალი, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი აშკარად დაჩრდილა მისმა თანაგუნდელმა სებასტიან ფეტელმა, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობამ რაიკონენს მაინც გაუგრძელა კონტრაქტი.

„ფორდ GT-ს“ სმარტფონების შუშის მსგავსი საქარე შუშა ექნება

Ford GT to use lightweight ‘Gorilla Glass’ windshield
16 დეკემბერი
კიდევ ერთი ტექნოლოგიური სიახლე, რომელსაც „ფორდი“ თავის სუპერ ავტომობილ GT-ზე გამოიყენებს, არის მასალა, რომლისგანაც მისი საქარე შუშაა დამზადებული. ესაა ეგრეთ წოდებული „გორილა გლას“ (გაზრდილი სიმტკიცის შუშა), რომელსაც ფართოდ იყენებენ მობილური ტელეფონების ეკრანებისთვის. როგორც ცისფერი ოვალი ამბობს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ავტომობილზე ამ ტიპის შუშას იყენებენ.

„ასტონ მარტინი“ ჩინური კომპანიისთვის სუპერ ელექტრომობილს შექმნის

Aston Martin could build electric sports car for Chinese internet giant
16 დეკემბერი
„ასტონ მარტინმა“ და ჩინურმა ინტერნეტ გიგანტმა „ლეტვ-მა“  გააფორმეს, რომლის შესაბამისადაც, ბრიტანული კომპანია თავისი ახალი პარტნიორისთვის, სპორტულ ელექტრომობილს შეიმუშავებს. მათ ამ თემაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ შანჰაის მოტორ შოუს დროს, აპრილში დაიწყეს და განზრახულობათა მემორანდუმი ახლაღა გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, ორი კომპანია ერთობლივად არაერთ კვლევით პროგრამაზე იმუშავებს, რომელთა შორისაცაა ავტომობილებს შორის კავშირის სისტემები.

ავტომობილების განბაჟების ტარიფები იცვლება

16 დეკემბერი
მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, საქართველოს მთავრობას, ძველი ავტომობილების განბაჟების გაძვირება აქვს გადაწყვეტილი. გაძვირება 6 წელზე ხნიერ ავტომობილებს შეეხება, 6 წლამდე ავტომობილების კი განბაჟება კი პირიქით, გაიაფდება. ავტომობილის საბაჟო ბეგარა, ორი ძირითადი პარამეტრით - გამოშვების თარიღით და ძრავის მოცულობით განისაზღვრება.

100 ქულა მართვის ლიცენზიის ჩამორთმევამდე

16 დეკემბერი
ცნობისათვის, მსგავსი სისტემა გასული სეზონიდან ფორმულა 1-შიც ამოქმედდა. ოღონდ, იქ ქულები ძრითადად ინციდნტების გამო იწერება. ამიერიდან, ქართველ მძღოლებს კალენდარული წლის განმავლობაში, 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მართვის უფლება შეუჩერდებათ და მის მისაღებად, გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევთ.