დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 16, 2015

„ფორდ GT-ს“ სმარტფონების შუშის მსგავსი საქარე შუშა ექნება

Ford GT to use lightweight ‘Gorilla Glass’ windshield
16 დეკემბერი
კიდევ ერთი ტექნოლოგიური სიახლე, რომელსაც „ფორდი“ თავის სუპერ ავტომობილ GT-ზე გამოიყენებს, არის მასალა, რომლისგანაც მისი საქარე შუშაა დამზადებული. ესაა ეგრეთ წოდებული „გორილა გლას“ (გაზრდილი სიმტკიცის შუშა), რომელსაც ფართოდ იყენებენ მობილური ტელეფონების ეკრანებისთვის. როგორც ცისფერი ოვალი ამბობს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ავტომობილზე ამ ტიპის შუშას იყენებენ.
„გორილა გლას“ არის ჰიბრიდული შუშა, რომელიც კომპანია „ქორნერინგთან“ პარტნიორობით შეიქმნა. ამ მასალით დამზადებული საქარე შუშა, ჩვეულებრივი მინისგან დამზადებულზე თითქმის სამჯერ მსუბუქია. ის არ იფხაჭნება და არის ძალიან თხელი. საქარე შუშის გარდა, ამავე მასალისგან დამზადდბა ძრავის გამჭვირვალე საფარიც და გამჭვირვალე ტიხარი, რომელიც სალონის უკანა ნაწილს, ძრავის სეგმენტისგან გამოჰყოფს.
„ფორდი“ იმედოვნებს, რომ მალე შეძლებს ამ მასალის სერიულ ავტომობილებზე გამოყენებასაც, რაც წონის შემცირების გარდა, ინციდნტების დროს, შუშის დამტვრევის და მასთან ერთად, ტრავმების შემცირების საშუალებას მისცემს. როგორც „ქორნერინგის“ მთავარი აღმასრულებელი ვენდელ უიკსი ამბობს, ასეთი შუშა, ყველა დადებით თვისებასთან ერთად, კარგ ხედვასაც უზრუნველყოფს, რაც ნაწილობრივ იმის დამსახურებაა, რომ ამ მასალით დამზადებული საქარე შუშა, ჩვეულებრივზე 25-50 პროცენტით თხელია და ამიტომ, სხივის უკეთეს გამტარობას უზრუნველყოფს.
„გორილა გლასი“ პირველად „ბეემვემ“ გამოიყენა თავის i8-ზე, თუმცა ამ შემთხვევაში, შუშა ერთშრიანია. „ფორდი“ და „ქორნერინგი“ კი სამშრიან, ჰიბრიდულ შუშას იყენებენ, რომლის შუა ფენაც, ხმაურის შთანმთქმელი თერმოპლასტიკური გამჭვირვალე მასაა. ტესტებმა აჩვენა, რომ ასეთი საქარე შუშა მაშინაც არ ტყდება, როცა მას დაახლოებით 90 კმ/სთ სიჩქარით, გოლფის ბურთის ზომის მყარი სხეული (მაგალითად, სეტყვის კაკალი) ხვდება.
შუშას ოთხი თვის განმავლობაში უტარდებოდა ტესტები, რომელთა დროსაც, მისით აღჭურვილი ავტომობილი, შეჯახების და ამოყირავების სიმულაციებს გადიოდა. როგორც ცისფერი ოვალი ამბობს, ასეთ სიტუაციებშიც კი, შუშა ძალიან გამძლეა და იშვიათად ტყდება. ამასთან, უსაფრთხოების მრავალმხრივ მოთხოვნებს შეესაბამება. მაგალითად, ავარიის შემდეგ, ასეთი შუშით აღჭურვილი ავტომობილის შიგნით შეღწევა მაშველებს არ გაუჭირდებათ.

No comments:

Post a Comment