დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 17, 2013

ჩინური „გრეიტ უოლი“ უგზოობის გვირგვინს უმიზნებს

China's Great Wall targets Jeep's SUV crown
17 ივლისი
ჩინელმა მილიარდერმა ვეი ძიანძუნმა კომპანია „გრეიტ უოლ მოტორის“ (რომლის მთავარი აღმასრულებელიც თავადაა) მარკა „ჰავალს“, მიზნად უგზოობის ავტომობილების სეგმენტში მსოფლიო ლიდერობა დაუსახა. ამისთვის კი ჩინურ კომპანიას, არც მეტი, არც ნაკლები, „კრაისლერის“ ჯგუფში შემავალი „ჯიპის“ ჯობნა მოუწევს. და ამ მიზანს „ჰავალმა“ მაქსიმუმ ოთხ წელიწადში უნდა მიაღწიოს.

„სინ R1“ - გერმანული სუპერ ავტომობილი ამერიკული ძრავით

All About the 200MPH Sin R1
17 ივლისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე, საყოველთაო ყურადღება მიიქცია თეთრი ფერის შუაძრავიანმა სუპერ ავტომობილმა, რომელიც არცერთი ცნობილი კომპანიის სტილს არ მიესადაგება. ეს ავტომობილი აღმართზე სიმბოლურ რბოლაში მონაწილეობდა და მან მაყურებელი თავისი ძრავის გრუხუნით მოხიბლა. რა თქმა უნდა, გამომცხადებელმა ის მაყურებელს წინდაწინ გააცნო, მაგრამ კომპანიის სახელი „სინ“ და ამ სუპერ ავტომობილის R1, არავისთვისაა ცნობილი.

„დაჩია“ ხელმისაწვდომ ქროსოვერ „დასტერს“ აახლებს

Dacia Freshens Up its Affordable Duster SUV
17 ივლისი
ფეისლიფტი ავტომწარმოებლებისთვის ის საშუალებაა, რომელიც შედარებით მცირე დანახარჯებით, არსებული ავტომობილების განახლებას იძლევა. განახლება კი იმ ავტომობილებსაც სჭირდება, რომლებიც კარგად იყიდება. ყურადღების მცირე მოდუნებაც საკმარისია, რომ ბესტსელერი კომპანიისთვის წამგებიან ტვირთად იქცეს. მოკლედ, ავტობიზნესს ყურადღების მოდუნება არ უყვარს...

„ანდრეტი ავტოსპორტი“ ფორმულა E-ს შეუერთდა

Andretti Autosport Joins Formula E
17 ივლისი
ინდიქარის მრავალგზის ჩემპიონმა გუნდმა „ანდრეტი ავტოსპორტმა“ გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს FIA-ს მიერ ორგანიზებულ ფორმულა E-ს სერიის ჩემპიონატში. ეს არის მსოფლიოში პირველი სერია სარბოლი ელექტრო მობილებისთვის, რომლის რბოლებიც დიდი მეგაპოლისების ქუჩებში გაიმართება.

ევროკავშირი 2020 წელს გამონაბოლქვზე კანონს გაამკაცრებს

EU reaches deal on 2020 auto emissions law
17 ივლისი
ევროკავშირმა, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობასთან დაკავშირებით, კომპრომისული ვარიანტი მოიწონა. თუ მას ევროპარლამენტი დაამტკიცებს, ახალი რეგლამენტი 2020 წელს ამუშავდება. ის იმ ავტომობილებს შეეხება, რომლებსაც კომპანიები რეგლამენტის შემოღებიდან გამოუშვებენ. ახალი რეგლამენტით, ავტომობილის გამონაბოლქვში, ყოველი კილლომეტრის გავლისას, ნახშირორჟანგის შემცველობა, 95 გრამზე მეტი არ უნდა იყოს. ეს 100 კილომეტრზე 4.0 ლიტრი საწვავის ხარჯის ექვივალენტურია.