დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 17, 2013

„დაჩია“ ხელმისაწვდომ ქროსოვერ „დასტერს“ აახლებს

Dacia Freshens Up its Affordable Duster SUV
17 ივლისი
ფეისლიფტი ავტომწარმოებლებისთვის ის საშუალებაა, რომელიც შედარებით მცირე დანახარჯებით, არსებული ავტომობილების განახლებას იძლევა. განახლება კი იმ ავტომობილებსაც სჭირდება, რომლებიც კარგად იყიდება. ყურადღების მცირე მოდუნებაც საკმარისია, რომ ბესტსელერი კომპანიისთვის წამგებიან ტვირთად იქცეს. მოკლედ, ავტობიზნესს ყურადღების მოდუნება არ უყვარს...
ეს სიტუაცია კარგად მიესადაგება „რენოს“ რუმინულ შტო „დაჩიას“ უგზოობის საბიუჯეტო ავტომობილ „დასტერს“, რომელსაც ჯერ შეცვლა არ უწევს და რომელიც კარგად იყიდება. თუმცა, ფეისლიფტის დრო მაინც მოუახლოვდა. და რუმინული კომპანიაც უკვე მუშაობს იმაზე, რომ მალე მყიდველს გაუმჯობესებული „დასტერი“ შესთავაზოს, რომელიც ძველებურად ხელმისაწვდომიც დარჩება და გაუმჯობესდება კიდეც.
განახლება ტექნოლოგიებს, გარეგნობას და შესაძლოა, უსაფრთხოებასაც შეეხოს. იცვლება „დასტერის“ წინა და უკანა ნაწილები, სალონში ახალი იქნება მაჩვენებლების დაფა, გამოყენებული მასალები და „დაჩიას“ უახლესი მულტიმედიური და სანავიგაციო სისტემები, რომლებისთვისაც 7-დუიმიან სენსორულ მონიტორს გამოიყენებენ.
მოდიფიკაცია შეეხება ყველა ძრავს, რომლებიც უფრო ნაკლებ საწვავსაც გამოიყენებენ და შესაბამისად, გარემოსაც ნახშირორჟანგით ნაკლებად დააბინძურებენ. გაიზრდება მათი სიმძლავრეც. ამ ეტაპზე უცნბია, აპირებს თუ არა „დაჩია“ თავისი უგზოობის ავტომობილისთვის ენერგოდამზოგველი ტექნოლოგიების გამოყენებას. ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეს ტექნოლოგიბი ავტომობილის გაძვირებას გამოიწვევს, ეს კი მიუღებელია.
დარჩა უსაფრთხოება. ამ მხრივ, „დასტერს“ თავიდანვე საშუალო დონე ეკავა - ევრო NCAP-ის ქრეშ ტესტებში მხოლოდ სამი ვარსკვლავი დაიმსახურა. და სავარაუდოდ, განახლებისას ამ ნაკლის გამოსწორებას ეცდებიან. ამ საქმეში „დაჩიას“ „რენოს“ სპეციალისტები დაეხმარებიან.
განახლებული „დასტერის“ მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.

No comments:

Post a Comment