დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 5, 2013

მაგნუსენმა შეიძლება „მაკლარენში“ პერესი შეცვალოს

Magnussen could replace Perez at McLaren – report
5 ნოემბერი
არაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში, „მაკლარენში“ ჯენსონ ბატონს პარტნიორობა დანიელმა კევინ მაგნუსენმა გაუწიოს. „ტელეგრაფის“ პოპულარული რეპორტიორი ტომ ქერი ამბობს, რომ მექსიკელ სერხიო პერესს ადგილის დაკარგვა ემუქრება - „მაკლარენში“ მისი შედეგებით უკმაყოფილონი არიან და თვლიან, რომ მაგნუსენი, ვინც ახლახანს ფორმულა რენო 3.5-ის ჩემპიონი გახდა, ფორმულა ერთში დებიუტს იმსახურებს.

„ბეემვეს“ i-ბრენდი უგზოობის მოდელებს არ გამოუშვებს

BMW i Range Will Not Get SUV, Says Report
5 ნოემბერი
„ბეემვეს“ i-ბრენდის გამა ჯერჯერობით მხოლოდ ორ ავტომობილს მოიცავს - ქალაქზე ორიენტირებულ სუბკომპაქტურ ელექტრომობილ i3-ს და სპორტულ სტილში შესრულებულ ასევე ელექტრომობილ i8-ს. გერმანულ კომპანიას ამ ბრენდისთვის უკვე რამდენიმე ახალი ინდექსიც აქვს დაპატენტებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ახალ მოდელებზე გამოიყენებს. თუმცა, როგორც გამოცემა „ქარედვაის ოფ ავსტრალია“ ირწმუნება, ამ მოდელებს შორის, უგზოობის არცერთი არ იქნება.

მაინც, როგორ ახერხებს ფეტელი ამას?

How does Sebastian Vettel find the speed?
5 ნოემბერი
აბუ დაბის რბოლის შედეგ, მარკ ვებერმა აღიარა - „სები დღეს სულ სხვა პლანეტაზე იყო. მისი ტემპი განსაკუთრებით მაღალი რბოლის დასაწყისში, ბოქსებში შესვლამდ იყო. მან რბოლა სულ სხვა კატეგორიაში ჩაატარა. გარდა იმისა, რომ ძალიან სწრაფი იყო, საბურავებსაც უფრთხილდებოდა. სწორედ ესაა იმის მთავარი მიზეზი, რომ ჩემი ჩათვლით, ყველა მეტოქე გაანადგურა“.

„ჰიუნდაის“ ახალი „ჯენეზისის“ ორი ახალი სისტემა

Hyundai Genesis to get anti-drowsiness CO2 sensor plus hand-and-foot-free Smart Trunk
5 ნოემბერი
„ჰიუნდაის“ ახალი „ჯენეზისის“ ოფიციალური პრემიერა ჯერ არ ჩაუტარებია, მაგრამ ამ ავტომობილის შესახებ ახალი ინფორმაცია დროდადრო ვრცელდება ხოლმე. ახლახანს ინტერნეტით ინფორმაციის მორიგი ულუფა გავრცელდა, რომელიც ახალი ავტომობილის ორ, სრულიად ახალ სისტემას გვაცნობს. საინტერესოა ისიც, რომ მსგავსი სისტემები ავტოინდუსტრიაში ჯერ არავის გამოუყენებია.

პირველი ოფიციალური ინფორმაცია გრძელბაზიან „რეინჯ როვერ L-ზე“

2014 Range Rover L Extended Wheelbase Revealed
5 ნოემბერი
„ლენდ როვერმა“ ინტერნეტით გრძელბაზიანი „რეინჯ როვერ L-ის“ ფოტოები და ინფორმაციის მცირე ულუფა გაავრცელა. ამ ბორბლებიანი აპარტამენტის შესაქმნელად, ბრიტანული კომპანიის ინჟინრებმა მეოთხე თაობის „რეინჯი“ 200 მილიმეტრით დააგრძელეს, რისი წყალობითაც, სალონში უკანა მგზავრების ფეხებისთვის ადგილის სიგრძე 140 მილიმეტრით გაიზარდა. ამ ავტომობილის ეგრეთ წოდებული ულტრა-ექსკლუზიური ვერსია „ავტობაიოგრაფი ბლექ“, დუბაის მოტორ შოუზეა წარდგენილი, რომელიც დღეს გაიხსნა. ისე კი, „რეინჯ როვერ L-ის“ მსოფლიო პრემიერა მალე ერთდროულად ლოს ანჯელესისა და გუანჯოუს (ჩინეთი) მოტორ შოუებზე გაიმართება.