დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 5, 2013

„ბეემვეს“ i-ბრენდი უგზოობის მოდელებს არ გამოუშვებს

BMW i Range Will Not Get SUV, Says Report
5 ნოემბერი
„ბეემვეს“ i-ბრენდის გამა ჯერჯერობით მხოლოდ ორ ავტომობილს მოიცავს - ქალაქზე ორიენტირებულ სუბკომპაქტურ ელექტრომობილ i3-ს და სპორტულ სტილში შესრულებულ ასევე ელექტრომობილ i8-ს. გერმანულ კომპანიას ამ ბრენდისთვის უკვე რამდენიმე ახალი ინდექსიც აქვს დაპატენტებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ახალ მოდელებზე გამოიყენებს. თუმცა, როგორც გამოცემა „ქარედვაის ოფ ავსტრალია“ ირწმუნება, ამ მოდელებს შორის, უგზოობის არცერთი არ იქნება.
გამოცემის რეპორტიორი ესაუბრა პროექტ i3-ის მენეჯერ როლანდ კოვალსკის, რომ უგზოობის ავტომობილები ქალაქისთვის არაა განკუთვნლი და მათზე მყიდველი არჩევანს მხოლოდ ფართო სალონის და დიდი ტევადობის გამო აკეთებს. ის ირწმუნება, რომ i3-ს ისეთივე ფართო ინტერიერი აქვს, როგორიც მასზე გაცილებით დიდ, მე-3 სერიის ავტომობილებს. არადა, ისეთსავე მოკლე ბაზაზე ზის, როგორზეც პირველი სერიის ჰეჩბეკი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გამოუშვეს ბავარიელებმა i3 და არა i1, „ბეემვეს“ ვიცე პრეზიდენტი იოს ფან ასი, ვინც ფუნქციური ინტეგრაციისა და დინამიკის განყოფილებას კურირებს, შემდეგ განმარტებას აკეთებს: „ჩვენ რომ i1-ით დაგვეწყო, ამაზე პატარა ავტომობილს ვეღარ გამოვუშვებდით, რადგან სახელი i0.5 არ გამოგვადგებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მარკეტოლოგებმა მანევრირებისთვის ადგილი დაიტოვეს. განცალკევებული i ბრენდის შექმნით, ჩვენ იმ გზას გავყევით, რომელსაც ინდუსტრია გვთავაზობს. მსოფლიო გამონაბოლქვის შემცირების გზით მიდის, რაც საწვავის მოხმარების შემცირებისკენ გვიბიძგებს“.

No comments:

Post a Comment