დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 5, 2013

„ჰიუნდაის“ ახალი „ჯენეზისის“ ორი ახალი სისტემა

Hyundai Genesis to get anti-drowsiness CO2 sensor plus hand-and-foot-free Smart Trunk
5 ნოემბერი
„ჰიუნდაის“ ახალი „ჯენეზისის“ ოფიციალური პრემიერა ჯერ არ ჩაუტარებია, მაგრამ ამ ავტომობილის შესახებ ახალი ინფორმაცია დროდადრო ვრცელდება ხოლმე. ახლახანს ინტერნეტით ინფორმაციის მორიგი ულუფა გავრცელდა, რომელიც ახალი ავტომობილის ორ, სრულიად ახალ სისტემას გვაცნობს. საინტერესოა ისიც, რომ მსგავსი სისტემები ავტოინდუსტრიაში ჯერ არავის გამოუყენებია.
ამ ორიდან ერთი სისტემა სალონს ემსახურება და მისი დანიშნულება, ინტერიერში ნახშირორჟანგის შემცველობის დადგენა და ზღვრული დონის გადაცილების შემთხვევაში, ვენტილაციის ჩართვაა. როგორც ირკვევა, ამ სისტემის შემუშავების იდეა კომპანიის ერთ-ერთ ინჟინერს გაუჩნდა, რომელსაც სამსახურში ქალაქ ნამიანიდან ყოველდღიური მგზავრობისას, ყოველთვის ჰქონდა იმის პრობლემა, რომ საჭესთან არ ჩასძინებოდა. ძილიანობის მთავარი მიზეზი კი სწორედ სალონის ჰაერში CO2-ის ჭარბი შემცველობა ყოფილა.  
სისტემა შემდეგნაირად მუშაობს: თუ ჰაერში CO2-ის შემცველობა, მილიონზე 2 500 ნაწილს მიაღწევს, ან გადააჭარბებს, სისტემა თავისით ჩართავს ვენტილაციას. მძღოლს შეუძლია სისტემის გათიშვა, თუ მისთვის ვენტილაცია ძალიან შემაწუხებელია (ვთქვათ, ძალიან ცივ ამინდში), თუმცა რეკომენდებულია, რომ ჰაერი გაიწმინდოს, რადგან ნახშირორჟანგის სიჭარბის შემთხვევაში, ადამიანს ძილი ერევა. ესეც რომ არ იყოს, ჟანგბადის შიმშილი ჯანმრთელობისთვის არასასურველია.
მეორე სისტემა საბარგულს უკავშირდება. კერძოდ, თუ ჯიბეში ელექტრონული გასაღები გაქვთ და საბარგულის სიახლოვეს სამი წამით მაინც დადგებით, სისტემა თავად გიპოვნით და საბარგულის საკეტს გაგიხსნით, რასაც სამჯერ ხმოვანი სიგნალითაც გაგაგებინებთ. ამგვარად, საკეტში გასაღების მორგებისგან გათავისუფლდებით.

No comments:

Post a Comment