დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 5, 2013

მაგნუსენმა შეიძლება „მაკლარენში“ პერესი შეცვალოს

Magnussen could replace Perez at McLaren – report
5 ნოემბერი
არაა გამორიცხული, რომ მომავალ სეზონში, „მაკლარენში“ ჯენსონ ბატონს პარტნიორობა დანიელმა კევინ მაგნუსენმა გაუწიოს. „ტელეგრაფის“ პოპულარული რეპორტიორი ტომ ქერი ამბობს, რომ მექსიკელ სერხიო პერესს ადგილის დაკარგვა ემუქრება - „მაკლარენში“ მისი შედეგებით უკმაყოფილონი არიან და თვლიან, რომ მაგნუსენი, ვინც ახლახანს ფორმულა რენო 3.5-ის ჩემპიონი გახდა, ფორმულა ერთში დებიუტს იმსახურებს.
როგორც ფორმულა რენო 3.5-ის ჩემპიონმა, „მაკლარენის“ ყოფილი ტესტ პილოტის, იან მაგნუსენის შვილმა GP2-ის ტესტის უფლება მიიღო, მაგრამ ბოლო მომენტში მასზე უარი თქვა. „მაკლარენის“ შეფმა მარტინ უიტმარშმა განმარტა, რომ მისი აზრით, ფორმულა რენო 3.5 უფრო მაღალი დონის სერიაა, ვიდრე GP2 და ამიტომ, ამ უკანასკნელში მონაწილეობამ შეიძლება მაგნუსენის რეპუტაციას ავნოს. ცნობისათვის, ფორმულა რენო 3.5-ში ასპარეზობენ შტოფელ ფანდორნი, ანტონიო ფელიქს და კოსტა, კარლოს საინს უმცროსი და სერგეი სიროტკინი, რომლებიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოჩნდებიან ფ1-ში, სიროტკინი კი მომავალ სეზონში, „ტორო როსოში“ იასპარეზებს.
რაც შეეხება GP2-ს, მისი ახალი ჩემპიონის სახელია ფაბიო ლაიმერი. მაგრამ შვეიცარიულ გამოცემა „ბლიკის“ რეპორტიორი როჯერ ბენუა ამბობს, რომ შვეიცარიელი თინეიჯერი მრბოლისთვის ფ1 ისევე შორსაა, როგორც მთვარე. რაც შეეხება მაგნუსენს, ვინც ახლა 21 წლისაა, ის მალე აუცილებლად გამოჩნდება ფ1-ში. თუ „მაკლარენში“ არა, „ფორს ინდიაში“, ან „მარუსიაში“ მაინც.
„კარგი იქნება, თუ პირველივე სეზონში კონკურენტუნარიანი მანქანით ასპარეზობის საშუალება მომეცემა. რა თქმა უნდა, თავიდანვე ტოპ გუნდში დაწყება დიდი რისკია, რადგან თუ კარგ შედეგებს ვერ აჩვენებ, მაშინ მალევე დაამთავრებ ფ1-ში კარიერას. მაგრამ თუ ტოპ გუნდში ვიქნები და კარგი შედეგები არ მექნება, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საკმარისად კარგი პილოტი არ ვარ“, - ქერისთან საუბრისას განცხადა მაგნუსენმა.

No comments:

Post a Comment