დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 3, 2014

„ფერარის“ სპონსორი: ალონსო ათი წლით დარჩება

Ferrari sponsor eyes 'ten more years' with Alonso
3 აპრილი

„ფერარის“ სპონსორი, ესპანური საბანკო გაერთიანება „სანტანდერი“ ფ1-ში დიდხანს დარჩენას აპირებს და სურს, რომ კვლავ ფერნანდო ალონსოსთან გააგრძელოს პარტნიორული ურთიერთობა. თავისი გეგმების შესახებ, ესპანურ სპორტულ გაზეთ „მარკას“, „სანტანდერის“ ჯგუფის შეფმა ემილიო ბოტინმა განუცხადა.

„ლენდ როვერი“ ნიუ იორკში „დისქავერის“ მომავალ სახეს გვიჩვენებს

New Land Rover Discovery family previewed with Vision concept
3 აპრილი
ნიუ იორკის მოტორ შოუზე, „ლენდ როვერი“ კონცეპტუალურ მოდელ „დისქავერი ვიჟნ კონცეპტს“ გვიჩვენებს, რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ როგორი იქნება სახელ „დისქავერის“ ქვეშ გაერთიანებული ავტომობილების მთელი ოჯახის გარეგნობა. ამ ავტომობილის ვიდეო ტიზერი კომპანიამ პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა.

„ფორდ ფოკუსი“ 2013 წლის ბესტ სელერია

Report – Ford Focus is the world’s best selling car for 2013
3 აპრილი
როგორც მოსალოდნელი იყო, „ფორდ ფოკუსი“ 2013 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია. საავტომობილო ბაზრის კვლევებზე ორიენტირებულმა კომპანია „LMC ავტომოტივმა“ მსოფლიოს 10 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სია გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც სწორედ ცისფერი ოვალის კომპაქტური მოდელია. ათეულში 6 კომპაქტური ავტომობილი შევიდა, ორი სუბკომპაქტური, ერთი საშუალო ზომის და ერთიც უგზოობის ავტომობილი.