დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 3, 2014

„ფერარის“ სპონსორი: ალონსო ათი წლით დარჩება

Ferrari sponsor eyes 'ten more years' with Alonso
3 აპრილი

„ფერარის“ სპონსორი, ესპანური საბანკო გაერთიანება „სანტანდერი“ ფ1-ში დიდხანს დარჩენას აპირებს და სურს, რომ კვლავ ფერნანდო ალონსოსთან გააგრძელოს პარტნიორული ურთიერთობა. თავისი გეგმების შესახებ, ესპანურ სპორტულ გაზეთ „მარკას“, „სანტანდერის“ ჯგუფის შეფმა ემილიო ბოტინმა განუცხადა.
„ჩვენ გვინდა, რომ ფორმულა ერთში მინიმუმ ათი წლით დავრჩეთ. და დარწმუნებული ვარ, ამ ამ დროის განმავლობაში, ალონსო ისეთივე კარგი იქნება, როგორიც ამჟამადაა“, - განაცხადა ბოტინმა და მას იქვე მყოფმა სტეფანო დომენიკალიმაც კვერი დაუკრა - თანახმა ვარო.
ბოტინმა ასევე განმარტა, თუ რატომ შეწყვიტა „სანტანდრმა“ სპონსორული ურთიერთობა „მაკლარენთან“: „ახლა მხოლოდ „ფერარის“ პერიოდია. ჩვენ „მაკლარენთან“ ურთიერთობა გვაინტერესებდა, რამდენადაც ინგლისში ბანკს ვფლობთ. მაგრამ ეს მცირე სპონსორობა იყო. როცა გუნდში ლუის ჰამილტონი იყო, „მაკლარენთან“ ურთიერთობას გამართლება ჰქონდა. ჯენსონ ბატონი შესანიშნავი მრბოლია, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია“.
მან ასევე განაცხადა, რომ „ფერარისთვის“ სეზონის ძნელი დასაწყისი, ამ გუნდისადმი „სანტანდერის“ ლოიალობას ვერ შეარყევს: „პარტნიორობა „ფერარისთან“, ჩვენს ისტორიაში ყველაზე გამორჩეულია. „სანტანდერისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ მთელს მსოფლიოში ცნობადი იყოს“. და იქვე ბოტინმა დომენიკალის ჰკითხა, როდს ვნახავთ გაუმჯობესებულ „ფერარისო“, რაზეც გუნდის შეფმა მიუგო, ჩინეთშიო...

No comments:

Post a Comment