დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 1, 2015

როსბერგის მექსიკური ტრიუმფი

Motor racing-Rosberg wins in Mexico a week after title defeat
1 ნოემბერი
დიდი სარბოლო ზეიმი, რომელიც 23-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მექსიკას, ნიკო როსბერგის გამარჯვებით და „მერსედესის“ დუბლით დასრულდა. გერმანელმა მრბოლმა ამ სეზონში მეოთხე, კარიერაში კი მე-12 რბოლა მოიგო და ამით დაასრულა აწ უკვე სამგზის მსოფლიო ჩემპიონის, თანაგუნდელ ლუის ჰამილტონის სამრბოლიანი წაუგებელი სერია.

ჰამილტონი ერთ კონტრაქტზე ფიქრობს

Motor racing-Hamilton sees one more contract beyond current deal
1 ნოემბერი
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ მისი შემდგომი კონტრაქტი ალბათ ბოლო იქნება ფორმულა 1-ში. მას არ სურს, დიდხანს დაიკავოს ადგილი და ამგვარად, სხვებს მწვერვალებისკენ აღმასვლაში შეუშალოს ხელი. ის ამჟამად 30 წლისაა და თავისი მესამე ტიტული ახლახანს, ოსტინში გამარჯვებით, ვადამდე გაინაღდა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ თავისი კარიერის „მერსედსში“ დასრულება სურს.

„ფორს ინდია“ შეიძლება „ასტონ მარტინი“ გახდეს

Force India Set To Become Aston Martin Racing In 2016
1 ნოემბერი
ფორმულა ერთის გუნდი „საჰარა ფორს ინდია“ მოლაპარაკებას აწარმოებს „ასტონ მარტინთან“, რომელიც მზადაა, გუნდს საკუთარი სახელი მისცეს. მათ შორის თანხმობის შემთხვევაში, მომავალ სეზონში, ფ1-ში „ასტონ მარტინს“ ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ, ისევ ვიხილავთ. სახელის გარდა, გუნდი ფერებსაც შეიცვლის და ვისკის ბრენდ „ჯონი უოკერის“ მუქ ლურჯსა და ოქროსფერში გამოეწყობა.