დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 1, 2015

ჰამილტონი ერთ კონტრაქტზე ფიქრობს

Motor racing-Hamilton sees one more contract beyond current deal
1 ნოემბერი
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ მისი შემდგომი კონტრაქტი ალბათ ბოლო იქნება ფორმულა 1-ში. მას არ სურს, დიდხანს დაიკავოს ადგილი და ამგვარად, სხვებს მწვერვალებისკენ აღმასვლაში შეუშალოს ხელი. ის ამჟამად 30 წლისაა და თავისი მესამე ტიტული ახლახანს, ოსტინში გამარჯვებით, ვადამდე გაინაღდა. მას არაერთხელ უთქვამს, რომ თავისი კარიერის „მერსედსში“ დასრულება სურს.
„კონტრაქტი ახლახანს სამი სეზონით გავაგრძელე. ამ სამი წლის შემდეგ, მხოლოდ ერთ კონტრაქტს თუ გავაფორმებ სამ ან ოთხ სეზონზე. ეს საკმარისი იქნება ჩემთვის“, - ამბობს ჰამილტონი და დასძენს, რომ „ფერარიში“ მისი გადასვლის სურვილი არ აქვს: „ყოველთვის არის ხოლმე ლაპარაკი სხვაგან გადასვლაზე. მე ეს უკვე გავაკეთე. „მერსედესთან“ მას შემდეგ ვარ, რაც 13 წლის ვიყავი. ამიტომ, სხვაგან ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. საერთოდ, არ მიყვარს „არასდროს“ თქმა. თუმცა ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, თუ ჩემს კარიერას ამ გუნდთან ერთად დავასრულებ“.
ფ1-ში ჰამილტონის დებიუტი 2007 წელს, „მაკლარენში“ შედგა, რომელიც მაშინ კიმი რაიკონენმა და ხუან პაბლო მონტოიამ დატოვეს. იმ დროს „მაკლარენი“ ძრავებს სწორედ „მერსედესისგან“ ღებულობდა. სწორედ უოკინგელთა ბოლიდით მოიპოვა თავისი პირველი ტიტული 2008 წელს. 2013 წელს კი გერმანულ გუნდში გადაინაცვლა, სადაც ფ1-დან წასული მიხაელ შუმახერის ადგილი დაიკავა.
მე მახსოვს 2006 წლის სიტუაცია. „მაკლარენში“ ადგილი რომ არ გამოთავისუფლებულიყო, ალბათ არასდროს მომეცემოდა ფ1-ში დბიუტის შანსი, ან თუ მომეცემოდა, დღეს აქ ვერ ვიქნებოდი. მე მყავს მეგობარი, ვისაც ჰქონდა ფ1-ში გადასვლის შანსი, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა და ალბათ ვეღარც ვეღარც მიიღებს. ამიტომ არ მინდა, რომ ვინმეს შანსის დაკარგვის მიზეზი გავხდე“, - დასძენს ჰამილტონი.
ის ასევე ამბობს, რომ როცა დრო მოვა, მას უფრო დიდხანს დარჩენის შესაძლებლობაც ექნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ცდუნებას გაუძლებს: „ვიცი, არის წერტილი, როცა ვიტყვი, რომ ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. იმ დროისთვის, აქ 15 წელზე მეტი მექნება გატარებული და ეს საკმარისია. ვფიქრობ, ამის შემდეგ სხვას უნდა მივცე შანსი“.
ბრიტანელი მრბოლი ფ1-ის მიღმა, დიდ დროს ატარებს შეერთებულ შტატებში, აქვს საკუთარი ინტერესები სპორტის მიღმა. მაგალითად მუსიკასა და მოდის სამყაროში. ამჟამად პიანინოზე დაკვრას სწავლობს. „რბოლების გარდა, იმდენი რამის გაკეთება შეიძლება. იმდენი ფული მაქვს მიღებული, რომ უფრო მეტი აღარც მჭირდება. თუმცა რბოლებში გამოსვლებს ჯერჯერობით გავაგრძელებ“.

No comments:

Post a Comment