დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 23, 2013

„იაგუარმა“ თავისი ფლაგმანი XJ განაახლა

Mild Updates for European Market 2014 Jaguar XJ
23 აგვისტო
„იაგუარმა“ თავისი ფლაგმანი სედანი XJ განაახლა. ავტომობილი გარეგნულად თითქმის არ შეცვლილა. სამაგიეროდ, მისი აღჭურვილობა გამდიდრდა და სალონი გაცილებით უფრო კომფორტული გახდა. სალონის ეკიპირებაში გაუმჯობესებული გასართობი მულტიმედიური სისტემა გამოჩნდა, რაც ამ ავტომობილით მოგზაურობას კიდევ უფრო სახალისოს და სასიამოვნოს გახდის.

ჰულკენბერგი „ფერარიში“ გადასასვლელად მზადაა

Hulkenberg 'ready' for Ferrari move
23 აგვისტო
გერმანულ გაზეთ „ველტთან“ საუბრისას, ნიკო ჰულკენბერგმა განაცხადა, რომ მზადაა იმ შემთხვევისთვის, თუ „ფერარი“ თავისთან უხმობს. უფრო მეტიც, გაზეთი ირწმუნება, რომ მარანელოელებსა და გერმანელი მრბოლის მენეჯერებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია. იმავდროულად, ბრიტანული „გარდიანი“ იტყობინება, რომ „ფერარი“ ბელგიაში, ან იტალიაში რბოლის შემდგ გადაწყვეტს, გაუგრძელებს თუ არა კონტრაქტს ფელიპე მასას.

„პორშე“ კიდევ ერთ ოთხკარიან მოდელს გამოუშვებს?

Porsche's Plan for More Models and More Profits
23 აგვისტო
„პორშე“ მადაზე მოდის. თუ ადრე მისთვის უჩვეულო მოდელების - უგზოობის „კაიენის“ და სედან „პანამერას“ წარმოების დაწყებაზე დიდხანს იფიქრა, უგზოობის „მაკანსა“ და სედან „პაიუნზე“ გადაწყვეტილება გაცილებით სწრაფად მიიღო. და როგორც ირკვევა, ესეც არაა ზღვარი. გამოცემა „ავტომობილი“ გვატყობინებს, რომ გერმანული კომპანია ახალი ოთხკარიანი, თანაც შუაძრავიანი (!) ავტომობილის წარმოების მიზანშეწონილებაზე ფიქრობს.

ფეტელი ვერც გამსკდარმა საბურავმა შეანელა

UPDATE 1-Motor racing-Vettel suffers blowout but still fastest
23 აგვისტო

„პირელის“ საბურავები ისევ ფორმულა ერთის მთავარ თემად იქცა. დროებით მაინც - მეორე პრაქტიკის დროს, როდსაც ცხრილის სათავეში უკვე იმყოფებოდა, სებასტიან ფეტელს უკანა მარჯვენა საბურავი დაუზიანდა. „პირელიმ“ სასწრაფოდ დაიწყო საბურავის დაზიანების მიზეზის გამოკვლევა, თუმცა ჯერ ვერაფერი დაადგინა.

„ნისან პატრული“ გინესის რეკორდების წიგნში

Nissan Patrol Pulls 170-Ton Plane, Sets New World Record
23 აგვისტო
„ნისანმა“ გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა - სერიული ავტომობილით უმძიმესი თვითმფრინავი გააგორა. იაპონური კომპანიის მხრიდან, რეკორდული მისია უგზოობის დიდმა ავტომობილმა, „პატრულმა“ შეასრულა, რომელმაც 170.9-ტონიანი სატვირთო თვითმფრინავი ილ-76 ჩაიბა და 50 მეტრზე ბუქსირით გააგორა. ეს ყველაფერი კი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აეროპორტ შარიაში მოხდა.

სეზონი ალონსოს უსწრაფესი წრით განახლდა

Motor racing-Alonso fastest as Formula One gets back on track
23 აგვისტო
ფორმულა ერთში არდადეგები დასრულდა და დიდმა ქარავანმა მორიგი ბანაკი სპა ფრანკორშანთან დასცა, სადაც ბელგიის დიდი პრიზისთვის უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი. სწორედ სპასა და მის შემდგომ მონცაზე, ბევრი რამ გაირკვევა - გააგრძელებენ თუ არა ტოპ საჯინიბოები ახლანდელი მანქანების სრულყოფას, თუ მთელ თავიანთ რესურსებს ახლების შემუშავებაზე მიმართავენ. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიკვეთება სატრანსფერო სეზონის ძირითადი საკითხი - ვინ დაიკავებს „რედ ბულში“ მარკ ვებერის ადგილს და სად გააგრძელებს თავის კარიერას კიმი რაიკონენი. სხვათა შორის, სილი სიზონს ბელგიაში ახალი, ძალიან საინტერესო ხმები დაემატა, რომლებზეც ცალკე მოგიყვებით...