დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 23, 2013

„ნისან პატრული“ გინესის რეკორდების წიგნში

Nissan Patrol Pulls 170-Ton Plane, Sets New World Record
23 აგვისტო
„ნისანმა“ გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა - სერიული ავტომობილით უმძიმესი თვითმფრინავი გააგორა. იაპონური კომპანიის მხრიდან, რეკორდული მისია უგზოობის დიდმა ავტომობილმა, „პატრულმა“ შეასრულა, რომელმაც 170.9-ტონიანი სატვირთო თვითმფრინავი ილ-76 ჩაიბა და 50 მეტრზე ბუქსირით გააგორა. ეს ყველაფერი კი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, აეროპორტ შარიაში მოხდა.
ერთადერთი მოდიფიკაცია, რაც მანქანას რეკორდთან შეჭიდებამდე ჩაუტარდა, მისაბმელის დამაგრებაა. სხვა მხრივ, ახალი არაფერი ჰქონდა. „პატრული“, რომელსაც ამერიკის ბაზარზე „ინფინიტი QX80-ის“ სახელით იცნობენ, 5.6-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 400 ცხენის ძალას და 560 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
„ამ რვა თვეში, „ნისანმა“ გინესის მეორე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. როცა ჩვენ ეს პროექტი ახლო აღმოსავლეთში დავიწყეთ, მაშინ ვთქვით, რომ შემდეგ ჯერზე, რეკორდის „ნისან პატრულით“ დამყარებას ვეცდებოდით“, - ამბობს „ნისან მიდლ-ისტის“ მმართველი დირექტორი სამირ ჩერფანი.

No comments:

Post a Comment