დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 23, 2013

ჰულკენბერგი „ფერარიში“ გადასასვლელად მზადაა

Hulkenberg 'ready' for Ferrari move
23 აგვისტო
გერმანულ გაზეთ „ველტთან“ საუბრისას, ნიკო ჰულკენბერგმა განაცხადა, რომ მზადაა იმ შემთხვევისთვის, თუ „ფერარი“ თავისთან უხმობს. უფრო მეტიც, გაზეთი ირწმუნება, რომ მარანელოელებსა და გერმანელი მრბოლის მენეჯერებს შორის მოლაპარაკება დაწყებულია. იმავდროულად, ბრიტანული „გარდიანი“ იტყობინება, რომ „ფერარი“ ბელგიაში, ან იტალიაში რბოლის შემდგ გადაწყვეტს, გაუგრძელებს თუ არა კონტრაქტს ფელიპე მასას.
კითხვაზე, რომელიც „ფერარიში“ მის შესაძლო გადასვლას შეეხება, ჰულკენბერგმა უპასუხა: „ვფიქრობ, ამისთვის მზად ვარ, ვგრძნობ, რომ ასეა“. მაგრამ იქვე დასძინა, რომ სხვა გუნდებთანც აწარმოებს მოლაპარაკებას. შეგახსენებთ, რომ ამ სეზონის წინ, ჰულკენბერგი „ფორს ინდიადან“ „ზაუბერში“ გადავიდა.
„ამ ეტაპზე, არც სხვა გუნდებს გამოვრიცხავ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე სასურველი „ფერარია“, რადგან ამ გუნდს უდიდესი ისტორია და შესაძლებლობები აქვს. მაგრამ სხვა ვარიანტებიც მაქვს და ყველა შესაძლებლობას განვიხილავ“, - ამბობს ჰულკენბერგი.
რაც შეეხება სხვა გუნდებს, ესენია „ლოტუსი“ და „რედ ბული“. ყველაფერი მაინც იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კიმი რაიკონენი. თუ „ლოტუსში“ დარჩა, „ფერარიში“, თუ ესენი მასას გაშვებას გადაწყვეტენ, ჰულკის გადასვლა რეალური გახდება. სხვათა შორის, გერმანელი მრბოლი ამბობს, რომ პილოტების ბაზარი მარტო რაიკონენზე არ არის დამოკიდებული. ეს კი შესაძლოა იმასაც კი ნიშნავდეს, რომ მარანელოელები უპირატესობას სწორედ მას ანიჭებენ...

No comments:

Post a Comment