დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 23, 2013

სეზონი ალონსოს უსწრაფესი წრით განახლდა

Motor racing-Alonso fastest as Formula One gets back on track
23 აგვისტო
ფორმულა ერთში არდადეგები დასრულდა და დიდმა ქარავანმა მორიგი ბანაკი სპა ფრანკორშანთან დასცა, სადაც ბელგიის დიდი პრიზისთვის უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი. სწორედ სპასა და მის შემდგომ მონცაზე, ბევრი რამ გაირკვევა - გააგრძელებენ თუ არა ტოპ საჯინიბოები ახლანდელი მანქანების სრულყოფას, თუ მთელ თავიანთ რესურსებს ახლების შემუშავებაზე მიმართავენ. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიკვეთება სატრანსფერო სეზონის ძირითადი საკითხი - ვინ დაიკავებს „რედ ბულში“ მარკ ვებერის ადგილს და სად გააგრძელებს თავის კარიერას კიმი რაიკონენი. სხვათა შორის, სილი სიზონს ბელგიაში ახალი, ძალიან საინტერესო ხმები დაემატა, რომლებზეც ცალკე მოგიყვებით...
მანამდე კი ტრასაზე თავისუფალი პრაქტიკების დროა, რომელთაგან პირველზე ყველაზე სწრაფი ფერნანდო ალონსო იყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პრაქტიკის ნორმალურად ჩატარებას ხელი უამინდობამ შეუშალა. სწორედ ამის გამო, „ლოტუსის“ ორივე პილოტმა ცხრილის ბოლო ორ საფეხურზე „მოიკალათა“. ნახევრად სველ ტრასას კი ყველაზე უკეთ ალღო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა აუღო.
მას მცირედით ჩამორჩა „ფორს ინდიას“ ორივე პილოტი - პოლ დი რესტა და ადრიან სუტილი. სამივე პილოტმა თავისი საუკეთესო დრო პრაქტიკის მეორე ნახევარში დააფიქსირა, როცა ტრასა შედარებით გამშრალი იყო. მეექვსე დრო ჰქონდა კიდევ უფრო გაქერავებულ სებასტიან ფეტელს, ვინც ერთხელ დატრიალდა კიდეც, თუმცა ყოველგვარ გართულებას გადაურჩა. საერთოდ, სველი ასფალტის მიუხედავად, პრაქტიკის დროს ინციდენტები თითქმის არც ყოფილა.

ბელგიის დიდი პრიზი
პირველი პრაქტიკა
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:55.198
2. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:55.224
3. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              1:55.373
4. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                       1:55.518
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:55.614
6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:55.636
7. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)                 1:55.954
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)                1:56.110
9. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)     1:56.770
10. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:56.858
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:56.863
12. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:57.081
13. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:57.084
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:57.281
15. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)       1:57.358
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)             1:57.821
17. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:57.887
18. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:58.600
19. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                   1:58.929
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:59.209
21. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:59.441
22. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)               2:03.176

No comments:

Post a Comment