დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 23, 2013

ფეტელი ვერც გამსკდარმა საბურავმა შეანელა

UPDATE 1-Motor racing-Vettel suffers blowout but still fastest
23 აგვისტო

„პირელის“ საბურავები ისევ ფორმულა ერთის მთავარ თემად იქცა. დროებით მაინც - მეორე პრაქტიკის დროს, როდსაც ცხრილის სათავეში უკვე იმყოფებოდა, სებასტიან ფეტელს უკანა მარჯვენა საბურავი დაუზიანდა. „პირელიმ“ სასწრაფოდ დაიწყო საბურავის დაზიანების მიზეზის გამოკვლევა, თუმცა ჯერ ვერაფერი დაადგინა.
შეგახსენებთ, რომ საბურავებმა ბრიტანეთის დიდ პრიზზე ბევრი პრობლემა შექმნა - რამდენიმე მანქანაზე, მაღალი სიჩქარით რბოლისას „აფეთქდა“. მას შემდეგ, იტალიურმა კომპანიამ საბურავის კონსტრუქცია შეცვალა. უნგრეთში, ძლიერი სიცხის გამო, ბევრი ელოდა პრობლემების გამეორებას, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.
მაგრამ ჰუნგარორინგი ნელი ტრასაა, სპა კი ჩემპიონატში ყველაზე გრძელი და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ადგილია და საბურავებზეც გაცილებით დიდი დატვირთვა მოდის. ამიტომ, საბურავების გამძლეობაზე განსაკუთრებული მოთხოვნაა, რადგან ამაზე რბოლების უსაფრთხოება დიდწილად არის დამოკიდებული.
მოკლედ, ეს თემა ისევ აქტუალურია. თუმცა, ერთ მცირე ინციდენტს, ფეტელისთვის საუკეთესო დროის ჩვენებაში ხელი არ შეუშლია. მან სულ რაღაც 0.059 წამით აჯობა ავსტრალიელ თანაგუნდელ მარკ ვერებს, რომელიც მომავალი სეზონიდან ლე მანის სერიაში გადადის. ამათ კი თითქმის წამით ჩამორჩა მესამე უსწრაფესი რომენ გროჟანი.

ფერნანდო ალონსო ამჯერად მხოლოდ მეშვიდე იყო. მას ბრაზილიელმა თანაგუნდელმა ფელიპე მასამაც აჯობა, რომელმაც მეოთხე საუკეთესო დრო დააფიქსირა. ორივე პრაქტრიკაზე ცხრილის შუაში დარჩენა „ამჯობინა“ ლუის ჰამილტონმა, ვისაც ბევრი ტიტულზე ფეტელის ყველაზე სერიოზულ კონკურენტად განიხილავს.

ბელგიის დიდი პრიზი
მეორე პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:49.331
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:49.390
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:50.149
4. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:50.164
5. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)              1:50.253
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:50.318
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:50.510
8. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                        1:50.536
9. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    1:50.601
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:50.611
~11. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)          1:50.629
12. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)       1:50.751
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:50.972
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:50.991
15. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             1:51.195
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:51.447
17. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                1:51.568
18. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:51.644
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:53.157
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:53.251
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                    1:53.482
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:54.418

No comments:

Post a Comment