დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 25, 2013

„ბეემვეს“ და „პინინფარინას“ კონცეპტი „გრან ლუსო V12 კუპე“

New BMW Pininfarina Gran Lusso V12 Coupé Looks More 7-Series Coupe than 8-Series
25 მაისი
არ გაგიკვირდეთ, თუ „ბეემვე“ თავის შემდეგ მე-7 სერიის სედანს ამ სტილში შემოგვთავაზებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ექსპერიმენტები, მითუმეტეს როცა პარტნიორად ისეთი ავტორიტეტი გყავს, როგორიც „პინინფარინაა“, ტყუილად არ ჩატარდება. მოკლედ, კონცეპტუალური შედევრი, სახელად „გრან ლუსო V12 კუპე“, გერმანულმა კომპანიამ და იტალიურმა ატელიემ ვილა დ’ესტეს (იტალია) ელეგანტურობის კონკურსზე წარადგინეს. ეს მათი ზედიზედ მეორე ერთობლივი პროდუქტია - შარშან მათვე ამავე კონკურსზე, ასევე კონცეპტუალური „ძაგატო კუპე“ წარადგინეს, რომელიც Z4-ის ბაზაზე შეიმუშავეს.

ცოტა ხნის წინ, როდესაც ორმა კომპანიამ კონცეპტუალური ავტომობილის ფოტო ტიზერები გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ის V12 ძრავითაა აღჭურვილი, გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის მომავალი მე-8 სერიის კუპეს წინამორბედი უნდა ყოფილიყო. პრემიერის შემდეგ კი შეიძლება ითქვას, რომ „გრან ლუსო V12 კუპეს“ სახით, ჩვენ ვნახეთ ბავარიელთა კორპორატიული სტილის ახალი მიმდინარეობა.


სხვათა შორის, ფესტივალზე „ბეემვეს“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, გამოცემა „ავტოუიკს“ განუცხადეს, რომ ვილა დ’ესტეში ნაჩვენები კონცეპცია არის წინამორბედი ახალი, უმაღლესი კლასის კუპესი, რომელიც ალბათ მე-8 სერიის სახელით გამოვა ბაზარზე. სავარაუდოდ, ეს ავტომობილი, „ბენტლის“ „კონტინენტალ GT-ს“ გაუწევს კონკურენციას. გარდა ამისა:

„ჩვენ გვინდა, ამ ავტომობილით ყველას ვუთხრათ, რომ მომავალი მხოლოდ ელექტრომობილებისა არაა. ბაზარზე აუცილებლად დარჩება ტრადიციული ავტომობილები, რომლებიც ჩვენში ემოციებს აღძრავს. იქნება თუ არა ჩვენს პროგრამაში მე-8 სერია, ჯერ გადაწყვეტილი არაა. მაგრამ „პინინფარინა გრან ლუსო V12 კუპეს“ სახით, თქვენ ხედავთ იმას, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს ავტომობილი“, - ამბობს ინკოგნიტო წყარო.

კონცეპტუალური ავტომობილი, მე-7 სერიის სედანის ბაზაზეა შექმნილი. ის 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით აღიჭურვა, რომელიც 535 ცხენის ძალას უკანა ბორბლებს გადასცემს. არაა გამორიცხული, რომ კონცეპტუალური ავტომობილისთვის ძრავს მოდერნიზაცია ჩატარებოდა, თუმცა ამის შესახებ პროექტის ავტორებს არაფერი უთქვამთ.

No comments:

Post a Comment