დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 26, 2013

ოთხი ბოლიდის ფოტო ფინიში

Indianapolis Indy Lights: Peter Dempsey wins in astounding finish
26 მაისი
წარმოუდგენელი ფინიში ჰქონდა ინდიანაპოლისის ტრეკზე ჩატარებულ, ინდი ლაითსის (ინდი ქარის ახალგაზრდული სერია) რბოლას. ოთხმა მანქანამ თითქმის ერთდროულად გადაკვეთა ფინიშის ხაზი. გამარჯვება კი იმ პილოტმა მოიპოვა, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წამით ადრე, მეოთხე ადგილზე იყო...

ირლანდიელმა პიტერ დემპსიმ, ვინც ბოლო მოსახვევიდან მეოთხე პოზიციაზე გამოვიდა, ზედ ფინიშის ხაზზე გადაასწრო კოლუმბიელ გაბი ჩავესს და ამ სერიაში თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფინიშის გადაკვეთისას, მისი უპირატესობა სულ რამდენიმე სანტიმეტრი აღმოჩნდა. მესამე და მეოთხე ადგილები, ამერიკელმა სეიჯ კარამმა და კიდევ ერთმა კოლუმბიელმა, კარლოს მუნიოსმა (პოული) დაიკავეს.
რბოლა ვერ დაასრულა სერიის ლიდერმა, ბრიტანელმა ჯეკ ჰაუკსუორტმა, ვინც ასპარეზბას მე-14 წრეზე (40-დან) გამოეთიშა. სულ კი რბოლა ორმა პილოტმა ვერ დაასრულა. გამარჯვებულის საშუალო სიჩქარემ 306 კმ/სთ შეადგინა. მანვე წრე ყველაზე სწრაფად (46.9312 წამში) გაიარა. აღსანიშნავია, რომ მუნიოსი დღეს ინდი 500-შიც მიიღებს მონაწილეობას.

No comments:

Post a Comment