დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, May 25, 2013

„ფორდი“ ჩრდილოამერიკულ წარმოებას გაზრდის

Ford Increases North American Capacity by 200,000 Units This Year to Meet Demand
25 მაისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ წელს თავის საწარმოო მოცულობას 200 000 ერთეულით გაზრდის. ამასთან, თავისი ჩრდილოამერიკული ქარხნების უმეტესობაში, ტრადიციულ ორკვირიან საზაფხულო არდადეგებს, რომლის დროსაც საწარმოები ჩერდება, გაანახევრებს. ეს კი წარმოების მოცულობის დამატებით 40 000 ერთეულით გაზრდის საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ შარშან ამერიკულმა კომპანიამ წარმოება 400 000 ერთეულით გაზარდა.
„იმისათვის, რომ ჩვენს ყველაზე პოპულარულ ავტომობილებზე, ქროსოვერებსა და პიკაპებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ, ჩვენს ჩრდილოამერიკულ ქარხნებს მაქსიმალური დატვირთვით ვამუშავებთ. მათს ნომინალურ საწარმოო მოცულობას კი 200 000 ერთეულით გავზრდით. ჩვენი ქარხნების დაახლოებით 75 პროცენტი სამცვლიან რეჟიმში მუშაობს, რათა დილერებამდე საჭირო რაოდენობის ავტომობილების მიტანა შევძლოთ“, - ამბობს „ფორდის“ ჩრდილოამერიკული წარმოების ვიცე პრეზიდენტი ჯიმ ტეტროლტი.
დასახული მიზნის მისაღწევად, „ფორდი“ წარმოებას ჩიკაგოს, ფლეტ როკის და კანზას სიტის ამწყობ ქარხანებში გაზრდის. ამ ქარხნებში ცისფერი ოვალი ისეთ ბესტსელერებს აწარმოებს, როგორებიცაა „ფორდ ექსპლორერი“, „ფორდ ფიუჟნი“ და F-სერიის პიკაპი. ეს ქარხნები სამ ცვლაში იმუშავებენ და მათ ზაფხულშ მხოლოდ ერთი კვირით გააჩერებენ.

საერთო ჯამში, შვებულების პერიოდი ოც ქარხანაში შეიკვეცება. მათგან ექვსი - ჩიკაგოს, ჩუაუტიტლანის (მექსიკა), ჰერნოსილოს (მექსიკა), კენტუკის, მიჩიგანის და ოუკვილის ქარხნები ამწყობია. ამათგან ჰერნოსილოში სატვიფრი საამქროც მუშაობს, კენტუკიში კი პიკაპებს აწარმოებენ. გარდა ამისა, ამერიკული კომპანია საათობრივ ანაზღაურებაზე 3 500 მუშას აიყვანს.

No comments:

Post a Comment