დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, November 6, 2013

„დეველ სიქსთინ“ – არაბულ ჰიპერ ავტომობილი 5 000 ცხენით (ვიდეო)

2013 Dubai: 5000 HP Devel Sixteen
6 ნოემბერი
„ლამბორგინიმ“ წელს ორი ისეთი ჰიპერ ავტომობილი გვიჩვენა, მათზე აგრესიული გარეგნობის სხვა ავტომობილს ძნელად თუ წარმოიდგენდა ადამიანი. მაგრამ დიზაინრთა ფანტაზიას ხომ საზღვარი არ აქვს. თანაც, „დეველ სიქსთინი“, რომელიც დუბაიშია შექმნილი, მარტო გარეგნობით როდი გამოირჩევა. ის 7.2-ლიტრიანი V16 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ოთხი ტურბოკომპრესორის დახმარებით... 5 000 ცხენის ძალას ავითარებს.
ბუნებრივია, ცხენების ასეთი უზარმაზარი რემა ავტომობილს წარმოუდგენელი სისწრაფით გააქანებს. მწარმოებელი ირწმუნება, რომ „დეველ სიქსთინს“ მაქსიმუმ 560 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია. ეს ალბათ თეორიულად, თორემ ქვეყნად არ არსებობს საბურავები, რომლებიც ასეთი ჯოჯოხეთს გაუძლებს. უფრო მეტიც, რელიზი გვამცნობს, რომ ჰიპერ ავტომობილს ადგილიდან ასის აკრეფა 1.8 წამში შეუძლია... თუ საბურავები გაუძლებს. მარტო საბურავები არა, საეჭვოა, ისეთი ტრანსმისია შეექმნას ვინმეს, რომელიც ასეთი ძრავის შესაძლებლობებს გაუმკლავდება.
ავტომობილს მისი გარეგნობაც გამოარჩევს. მთავარი ის არაა, რომ სარბოლ პროტოტიპს მოგვაგონებს. მას უცნაური უკანა ფრთა (რომელმაც საეჭვოა, მაქსიმალურ სიჩქარეზე ჰაერის ზეწოლას გაუძლოს), ასევე უკანა დიფუზრი და ყველაზე უცნაური გამოსაბოლქვი ორი მილი აქვს, რომლებიც უფრო რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავის საქშენებს ჰგავს.
დუბაის მოტორ შოუზე, „დეველ სიქსთინი“ პირველად დუბაის პრინცს უჩვენეს, ვინც ალბათ ამაყობს იმით, რომ მსოფლიოს „ყველაზე, ყველაზე ავტომობილი“ დუბაიშია შექმნილი.

ვიდეო

No comments:

Post a Comment