დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 2, 2013

შემდეგი „შევროლე ვოლტი“ 10 000 დოლარით ნაკლები ეღირება


Next-Gen Chevrolet Volt Will be $10K Cheaper
2 მაისი
შემდეგი თაობის პლაგ-ინ ჰიბრიდული „შევროლე ვოლტი“, ახლანდელთან შედარებით, 10 000 დოლარით ნაკლები ეღირება, - ამის შესახებ, „ჯენერალ მოტორსის“ მთავარმა აღმასრულებელმა დენ აკერსონმა, „ფორჩუნის“ მიერ მოწყობილ კონფერენცია „ბრაინშტორმ გრინზე“ განაცხადა. მისი თქმით, შემდეგი „ვოლტი“ ბაზარზე“ 2015 ან 2016 წელს გამოვა.

გარდა იმისა, რომ „ვოლტის“ ფასი მნიშვნელოვნად შემცირდება, ის ამერიკული კომპანიისთვის მომგებიანიც გახდება. აკერსონმა ამ ფაქტს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი. მან განაცხადა, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, რაც ბაზარზეა, 26 500 ცალი „ვოლტია“ გაყიდული და ყოველ მათგანს გენერლებისთვის წაგება მოაქვს.
„შემდგი თაობის „ვოლტზე“ ფასს ალბათ 7-10 ათასი დოლარით დავწევთ. ჩვენ უკვე 26 500 ცალი „ვოლტი“ გვაქვს გაყიდული და თითოეულზე ფულს ვკარგავდით“, - კონფერენციაზე განაცხადა აკერსონმა. სხვათა შორის, ბევრი თვლის, რომ ძვირადღირებული პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემა გენერლებს პირველად უფრო მაღალი კლასის ავტომობილზე, კერძოდ „კადილაკის“ რომელიმე მოდელზე უნდა დაეყენებინათ, რადგან ასეთი ავტომობილი სიძვირეს უფრო აიტანდა და შესაძლოა, არც წამგებიანი ყოფილიყო.
„შევროლე ვოლტს“ „ჯენერალ მოტორსის“ დეტროიტის ქარხანა აწარმოებს, რომელსაც ამისათვის წინასწარ სპეციალური მოდერნიზაცია ჩაუტარდა. ავტომობილი აღჭურვილია ბენზინის 1.4-ლიტრიანი ძრავით, რომელსაც ელექტროენერგიის გამომუშავება ევალება და ელექტრო ძრავით, რომლის სიმძლავრეც 149 ცხენის ძალაა. ამავე ავტომობილის ტყუპისცალს იმავე ქარხანაში „ოპელისთვისაც“ უშვებენ და ის ევროპაში „ოპელ ამპერას“ სახელით იყიდება.

No comments:

Post a Comment