დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, May 2, 2013

ფ1-ის გუნდები საჯარიმო ქულების სისტემაზე იმსჯელებენ

Formula 1 teams in fresh penalty points system discussions
2 მაისი

ფორმულა ერთის გუნდები ესპანეთის დიდი პრიზის დროს ჩაატარებენ შეხვედრას, რომელზეც მრბოლთა საჯარიმო ქულების სისტემის შემოღებაზე იმსჯელებენ. შეხვედრას FIA-ს რბოლების დირექტორი ჩარლი უაითინგი დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ავტოსპორტი“ ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ასევე მომავალი სეზონისთვის მოსამზადებელი ტესტების კალენდრის შედგენაზე იმსჯელებენ.

ამ ეტაპზე, ლიცენზიებში საჯარიმო ქულების ჩაწერის თემაზე მხოლოდ კულუარებში ლაპარაკობენ. ამ სიახლის შემოღებას ყველა გუნდი არ ემხრობა. არსებობს სხვადასხვა მეთოდ, რომლითაც საჯარიმო ქულების გამოყენება იქნება შესაძლებელი. ერთ-ერთი მათგანია იძულებით ტურბოკომპრესორში ჩაბერვის წნევის შემცირება.
„ეს კომპლექსური საკითხია და აუცილებლად მოგვიწევს ბალანსის დაცვა, რადგან მრბოლის დაჯარიმება სერიოზული საკითხია. მთავარია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ თავისი ქმედების გამო, მრბოლი ჯარიმას იმსახურებს. ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემოთავაზებებს განვიხილავთ და შევისწავლით“, - ამბობს უაითინგი.
მრბოლები საჯარიმო ქულების სისტემას ემხრობიან, რადგან ასე წერტილი დაესმება პიტლეინზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის ფულად ჯარიმებს. რბოლის დროს მომხდარი მსუბუქი დარღვევებისთვის კი საჯარიმო ქულებს მიიღებენ, რაც შემდგომ რბოლებზე აუცილებლად აისახება.
სხვათა შორის, FIA-მ უკვე დაიწყო საჯარიმო ქულების სისტემის გამოცდა. სეზნის ბოლოს, მას გუნდბს და პილოტებს წარუდგენენ და განუმარტავენ, რა შედეგს მოიტანს მსგავსი სისტემის შემოღება.

No comments:

Post a Comment