დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 20, 2013

პირველი ნაბიჯი საერთაშორისო არენაზე

20 სექტემბერი
კიდევ ერთ ქართველ ახალგაზრდა მრბოლს, ირაკლი ჩხეიძეს გაუჩნდა შანსი იმისა, რომ დიდ ავტოსპორტში გაიკვალოს გზა. 22-25 სექტემბერს, აბუ დაბის იას მარინა ცირკვიტზე, ზუსტად იმ ტრეკზე, სადაც თვენახევრის შემდეგ, ფორმულა ერთის რბოლა ჩატარდება, ის მონაწილეობას მიიღებს ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის 15 ქვეყნის ახალგაზრდა მრბოლების ტესტებში, რომელთა შედეგადაც, სპეციალური კომისია, ახალგაზრდა მრბოლთა სრულყოფის აკადემიის კურსანტებს შეარჩევს.

იმის წარმოსადგენად, თუ რას ნიშნავს ეს აკადემია ახალგაზრდა მრბოლისთვის, მარტო იმის აღნიშვნაც კმარა, რომ ტესტებს ავტოსპორტში მოღვაწე სკაუტები დაესწრებიან, რომლებიც ტესტების შედეგების შესაბამისად აირჩევენ იმ მრბოლებს, რომლებთან თანამშრომლობასაც პერსპექტიულად მიიჩნევენ. ანუ, ისინი მრბოლის უმაღლესი მწვერვალებისკენ მეგზურობას ითავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მეტად რთული გზის ფინანსური მხარე ნაწილობრივ მაინც მოგვარებული იქნება.
შესარჩევი ტესტების პროგრამა ხუთ რბოლას მოიცავს. გარდა ამისა, მრბოლები გაივლიან სპეციალურ, ფიზმომზადების მოკლე კურსს, რბოლის ტექნიკის თეორიულ კურსს, ასევე მედიასთან ურთიერთობის, გუნდური მუშაობისა და ფსიქოლოგიის კურსს. ტესტებზე გამორჩეული პილოტები აკადემიაში სრულ დაფინანსებას მიიღებენ, ასევე აირჩევენ იმ რბოლებს, რომლებსაც ეგრეთ წოდებული უაილდ ქარდები დაურიგდებათ.
წარმატება ვუსურვოთ ქართველ მრბოლს საერთაშორისო არენზე პირველი ნაბიჯის გადადგმაში!

No comments:

Post a Comment