დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 24, 2015

შემდეგი თაობის „კადილაკ CTS-V“ შემოდგომაზე გამოვა

Next-Generation 649-hp Cadillac CTS-V Launches This Fall
24 ივნისი
„კადილაკმა“ შემდეგი თაობის სპორტულ სედან CTS-V-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო და გამოაცხადა, რომ მათ დაკმაყოფილებას შემოდგომიდან დაიწყებს. 649-ცხენისძალიანი ავტომობილი მეორეა V-სერიის მოდელებიდან, რომელიც ბაზარზე წელს გამოვა. პირველი უფრო პატარა ATS-V იქნება კუპეს და სედანის ძარებით და ის ევროპულ შოურუმებში ზაფხულიდან გამოჩნდება.
CTS-V თავისი სიმძლავრით და დინამიკური მახასიათებლებით არის გამორჩეული და ამ მხრივ, სუპერ ავტომობილების კატეგორიას უტოლდება. თავად განსაჯეთ: ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.7 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კილომეტრია საათში. ამ მაჩვენებლებით, „კადილაკის“ 112-წლიან ისტორიაში, CTS-V ყველაზე მძლავრი და მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი სერიული ავტომობილია.
„V-სერიის ავტომობილები, „კადილაკის“ მწვერვალია. ეს არის ბრენდი, რომელიც მრბოლების, უმაღლესი დონის მანქანებს ქმნის. CTS-V ფაქტობრივად ერთში განხორციელებული ორი ავტომობილია. ესააა პრემიუმ სედანი, საგზაო ავტომობილი, დახვეწილი საგზაო მანერებით და იმავდროულად, სატრეკო ავტომობილი, გასაოცარი შესაძლებლობებით. ამ ტიპის ავტომობილი არის მათი სახე, ვისაც შეუძლია, ასეთი განსაკუთრებული მანქანა საკუთარ თავს მიუძღვნას“, - ამბობს „კადილაკის“ პრეზიდენტი იოჰან დე ნისხენი.
CTS-V აღჭურვილია მესამე თაობის მაგნიტური საკიდარით, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი რეაქციით გამოირჩევა. და ეს არ არის ამ ავტომობილის ერთადერთი გამორჩეული თავისებურება, რომელიც მის სტანდარტულ ეკიპირებაში შევიდა. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს კარბონისგან დამზადებული კაპოტი, „ბრემბოს“ მუხრუჭები, 19-დუიმიანი ბორბლები, რომლებიც „მიშლენის“ მარკა „პაილოტ სუპერ სპორტსის“ საბურავებითაა შემოსილი. ავტომობილს მუშაობის სამი რეჟიმი აქვს. ესენია ტურინგი, სპორტი და ტრეკი.
რაც შეეხება ძრავს, ესაა 6.2-ლიტრიანი V8, რომელსაც მექანიკური დამჭირხნი ემსახურება. ძრავთან წყვილში, 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია მუშაობს, რომელსაც ასევე მექანიკურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია და ამ დროს, საფეხურების შეცვლა, საჭის რგოლთან მოთავსებული ბერკეტებით ხდება. მისი 649 ცხენის ძალითა და 855 ნიუტონმეტრით, CTS-V თავის ევროპელ კონკურენტებს სჯობნის.
ევროპულ ბაზარზე, „კადილაკ CTS-V“ 98 500 ევრო ღირს.

No comments:

Post a Comment