დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 27, 2015

„ფორდი“ კალიფორნიაში ავტონომიური ავტომობილების ტესტებს ისყებს

Ford Starting Autonomous Vehicle Testing In California
27 დეკემბერი
„ფორდმა“ კალიფორნიის ხელისუფლებისგან, საერთო სარგებლობის გზებზე, ავტონომიური ავტომობილების ტესტირების უფლება მიიღო და მის გამოყენებას მომავალი წლიდან შეუდგება. სატესტოდ კი სედან „ფიუჟნის“ (მონდეოს ამერიკული ანალოგი) შესაბამისად აღჭურვილ ავტომობილს გამოიყვანს.
ამ ეტაპზე, საავტომობილო ინდუსტრიაში სამი რევოლუციური ტრენდი ვითარდება: ელექტრომობილების (ჰიბრიდებისაც), ჩართულობის (კავშირის) და ავტონომიური მართვის. „ფორდიც“ ამ სამივე ტრენდს გულმოდგინედ მიჰყვება და მუდმივად სთავაზობს თავის მყიდველს სიახლეებს სამივე მიმართულებით. სწორედ სამივე მიმართულებით, რადგან ავტონომიური მართვის ცალკეული ელემენტები უკვე ინერგება სერიულ მოდელებზე.
ამ საქმეზე, „ფორდის“ პალო ალტოს (კალიფორნია) კვლევისა და სიახლეების ცენტრში, რომელიც ამ პროფილის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია სილიკონის ველზე, ასზე მეტი მკვლევარი, ინჟინერი და მეცნიერი მუშაობს. მათი მიზანი, კავშირის უახლესი სისტემებით, რადარებით და სენსორებით აღჭურვილი „ფორდ ფიუჟნის“ ჰიბრიდული ვერსიის ტესტირება და სრულყოფაა.
„ჩვენი პალო ალტოს გუნდი წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ სპეციალისტები, გადაადგილების მომავლის საშუალებებზე მუშაობენ. ეს ჯგუფი მთელი მსოფლიოდან, ყველაზე გამორჩეული და ნიჭიერი სპეციალისტებით შევავსეთ. მათ შორის არიან ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების და უნივერსიტეტების თანამშრომლები, რომლებსაც სურთ, რომ მსოფლიოს მოძრაობის საშუალებები შეცვალონ“, - ამბობს „ფორდის“ პრეზიდენტი და მთავარი აღმასრულებელი მარკ ფილდსი.
კვლევების გარკვეული ნაწილი ლაბორატორიაში, კომპიუტერული სიმულაციის გამოყენებით ჩატარდა. ვირტუალური ტესტების დროს, ავტონომიური ავტომობილისთვის საჭირო არაერთი სისტემ გამოიცადა. მათ შორისაა სენსორული სინთეზის სისტემა. კამერაზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ფეხმავლების დაფიქსირებას უზრუნველყოფს. ასევე სისტემა, რომელიც მძღოლის ჯანმრთელობას აკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების სისტემებს ააქტიურებს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სენსორების სინთეზის სისტემა, რომელიც ავტონომიური ავტომობილის ელექტრონული ტვინისთვის, ავტომობილის ირგვლივ არსებული გარემოს 360-გრადუსიან სკანირებას ახდენს და შეუძლია საგზაო ნიშნების, სხვა ავტომობილების და რა თქმა უნდა, ფეხმავლების ამოცნობა.
„ფორდი“ სიამაყით აცხადებს, რომ ავტონომიური ტექნოლოგიების შემუშავებისას, თანამშრომლობს ისეთ ინსტიტუტებთან, როგორებიცაა კალიფორნია-ბერკლი, კარნეგი მელონი, სანტა კლარას და სან ხოსეს უნივერსიტეტები. მალე თანამშრომლობა სტენფორდთანაც დაიწყება, რომელთან ერთადაც, „სმარტ მობაილიტის“ 13 პროექტის შემუშავება იგეგმება.

No comments:

Post a Comment