დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 28, 2015

ლაუდა: „ფერარის“ განვითარების მეტი პოტენციალი აქვს

Mercedes warns Ferrari has greater potential to develop
28 დეკემბერი
„მერსედესის“ არააღმასრულებელი თავმჯდომარე ნიკი ლაუდა ამბობს, რომ მისი გუნდის მთავარ მეტოქე „ფერარის“, ახალი სეზონისთვის სარბოლო ავტომობილის უკეთ მომზადების და სრულყოფის მეტი პოტენციალი აქვს. სკუდერიამ გასული სეზონის მსვლელობისას დაამტკიცა, რომ სამქიმიანების დაწევა შეუძლია. ამის დასტურად, სებასტიან ფეტელმა სამი გამარჯვების მოპოვება შეძლო.
ლაუდა დარწმუნებულია, რომ „მერსედსის“ უპირატესობა ახალ სეზონში კიდევ უფრო შემცირდება, რადგან მისი ბოლიდის სრულყოფის პოტენციალი თითქმის ამოწურულია. „ფერარის“ კი შასის, აეროდინამიკის და ძალური დანადგარის სრულყოფის მეტი შესაძლებლობა გააჩნია.
„მათ ჩვენზე მეტი შესაძლებლობა აქვთ იმისა, რომ კიდევ უფრო დახვეწონ შასი, აეროდინამიკა და აგრეგატი. „მერსედსმა“ ბევრი იმუშავა იმისათვის, რომ ახალი, ჰიბრიდული ეპოქის დასაწყისისთვის კარგად მომზადებულიყო. მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენი განვითარების პოტენციალი შემცირებულია. მარანელოში ყოველთვის ამბობენ, რომ ჰიბრიდულ აგრეგატებში ჩვენ მეტი ცოდნა და გამოცდილება გვაქვს. და ამ უპირატესობამ, მთელი სეზონის განმავლობაში, უპირატესობის შენარჩუნების საშუალება მოგვცა“, - ამბობს ლაუდა.

ის დასძენს, რომ პირველი სამი რბოლის შემდეგ გამოჩნდება, შეძლება, თუ არა „ფერარი“ „მერსედესთან“ ტიტულისთვის პაექრობას. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ფეტელი სამქიმიანებს მეტ პრობლემებს შეუქმნის, ვიდრე გასულ სეზონში: „დარწმუნებული ვარ, პირველი სამი რბოლა წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე, თუ ვინ იბრძოლებს ტიტულისთვის. „ფერარი“ ისევ კონკურენტუნარიანია. უნდა გადახედოთ იმ ჩამორჩენას, რაც მათ ჩვენთან წინა ორ სეზონში ჰქონდათ და ამაში დარწმუნდებით. და ისინი შემდგომი პროგრესის გზას ადგანან. ფეტელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან სწრაფი მრბოლია. ის კვლავაც იგებს რბოლებს და რაც მთავარია, გამარჯვების წყურვილი ისევ აქვს“.

No comments:

Post a Comment