დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 16, 2015

აფხაზავას „არტლაინი“ ფ3-ში „დალარას“ მეტოქე იქნება

ArtLine to take on Dallara in F3
15 თებერვალი
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელის, შოთა აფხაზავას გუნდმა „არტლაინმა“ ფორმულა 3-ის კატეგორიის ახალი სარბოლო ავტომობილი „არტტექ P315“ შეიმუშავა, რომელიც ახალი სეზონიდან, ფ3-ის ევროპის და გერმანიის ჩემპიონატებში მიიღებს მონაწილეობას.
სარბოლო ავტომობილი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ შასიზეა აწყობილი. მონოკოკი რუსულ კომპანია „კომპოზიტის“ მიერაა დამზადებული. ავტომობილი უკვე მზადაა ტესტებისთვის, რომლებსაც რუსთავის საერთაშორისო მოტორ პარკზე გაივლის.
სავარაუდოდ, რუსთავში ტესტებისას, ბოლიდი ბრიტანულ კომპანია „ნილ ბრაუნ ენჯინიარინგის“ და ფრანგული „ორეკას“ (ადრე ამ ძრავებს რენოს სახელით უშვებდნენ) ძრავებით აღიჭურვება. ეს ძრავები, ფ3-ის ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისადაა აგებული და მათ სერიული ანალოგები არ გააჩნია. მომავალში „არტლაინი“ თავის შასისთან „მერსედესის“ და „ფოლკსვაგენის“ ძრავების ადაპტირებასაც აპირებს.
ახალი სარბოლო ავტომობილის თავისებურებად, პროექტის მენეჯერი ეგორ ნაზაროვი, მცირე წინააღმდეგობის მქონე ძარას და ცენტრალურად განლაგებულ გამოსაბოლქვ მილს მიიჩნევს. ტესტების დაწყება, FIA-სგან ჰომოლოგაციის მიღებისთანავე იგეგმება.
„არტლაინი“ იმედოვნებს, რომ ახალი ბოლიდით, რეალურ კონკურენციას გაუწევს იტალიურ კომპანია „დალარას“ შასის, რომელიც უკვე ორი ათეული წელია, ფ3-ში უკონკურენტოა. „არტლაინი“ ფრანკფურტშია ბაზირებული. გუნდს ახალი სეზონისთვის ჯერ პილოტები არ დაუსახელებია.

No comments:

Post a Comment