Elmiraj Concept Is
Cadillac’s Idea of a Big RWD Luxury Coupe
16 აგვისტო
„კადილაკი“ აგრძელებს
ჩვენს გაოცებას კონცეპტუალური ავტომობილებით, რომლებიც შესანიშნავად მოერგებოდა
მის იმიჯს და რომელთა გარეგნობაშიც, „ჯენერალ მოტორსის“ პრემიუმ ბრენდის წარსული
და აწმყო შესანიშნავადაა შეხამებული. გიგანტური „სიქსთინ“, ელეგანტური „სიელი“ (ელდორადოზე
აშკარა მინიშნებით) და ახლა „ელმირაჟი“ - ცოტა უცნაური სახელით და შესაძლოა,
„კადისთვის“ უჩვეულოდ რბილი მოყვანილობის მქონე მომავალი სტილით.
ამერიკული კომპანიის მორიგი კონცეპტუალური პოტენციური
ფლაგმანი პირველად პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსის დამსწრეებმა იხილეს და
ფრიად აღფრთოვანებულნიც დარჩნენ. „კადილაკის“ განმარტებით, „კონცეპტუალური „ელმირაჟი“ არის
კომპანიის ახლებური ხედვა ლუქს კლასის მართვისა და ბრენდის გამის გაფართოების
უმაღლესი წერტილი“.
ეს განმარტება სულაც
არ ნიშნავს, რომ „ელმირაჟს“ აუცილებლად გამოუშვებენ. მთავარი ისაა, რომ ამ
ავტომობილის დიზაინის და სტილის ელემენტები მალე სერიულ ავტომობილებზე გამოჩნდება.
მათ შორის კი მალე გამოჩნდება ახალი ფლაგმანი, რომლითაც „კადილაკი“ კონკურენციას „მერსედეს-ბენცის“
S-კლასს გაუწევს. სხვათა შორის, ფლაგმანის როლს „ელმირაჟი“ თავისუფლად
აკმაყოფილებს - მართალია ოთხკარიანი კუპეა, თუმცა თავისუფლად შეიძლება მისი
სედანის ფორმაში გამოწყობა, მისი სიგრძე კი (5 207 მილიმეტრი) ფლაგმანის
მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.
თანაც, კონცეპტუალური ავტომობილი იმ პლატფორმაზე და სტრუქტურული ელემენტების გამოყენებითაა აგებული, რომლებსაც „კადილაკი“ მალე თავის ფლაგმან სედანზე გამოიყენებს. ცნობისათვის, ეს ავტომობილი უკანა ამძრავიანი იქნება. მამოძრავებელ ძალას მას 4.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავი მიანიჭებს, რომლის სიმძლავრეც დაახლოებით 500 ცხენის ძალა (მომენტი 678 ნიუტონმეტრი) იქნება. ამ ძრავში „კადილაკმა“ იგივე ტექნოლოგიები გამოიყენა, რომლებითაც წყვილ ტურბოიანი V6 არის აგებული. ეს აგრეგატი 420 ცხენის ძალას იძლევა და ის „CTS Vსპორტს“ ამოძრავებს.
თანაც, კონცეპტუალური ავტომობილი იმ პლატფორმაზე და სტრუქტურული ელემენტების გამოყენებითაა აგებული, რომლებსაც „კადილაკი“ მალე თავის ფლაგმან სედანზე გამოიყენებს. ცნობისათვის, ეს ავტომობილი უკანა ამძრავიანი იქნება. მამოძრავებელ ძალას მას 4.5-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V8 ძრავი მიანიჭებს, რომლის სიმძლავრეც დაახლოებით 500 ცხენის ძალა (მომენტი 678 ნიუტონმეტრი) იქნება. ამ ძრავში „კადილაკმა“ იგივე ტექნოლოგიები გამოიყენა, რომლებითაც წყვილ ტურბოიანი V6 არის აგებული. ეს აგრეგატი 420 ცხენის ძალას იძლევა და ის „CTS Vსპორტს“ ამოძრავებს.
რაც შეეხება დიზაინს,
„ელმირაჟი“ აგრძელებს „კადილაკის“ სტილს სახელად „არტ ენდ საიენს“ (ხელოვნება და მეცნიერება),
რომლის პირველი ვერსიაც „სიელის“ სახით ვიხილეთ. ავტომობილის პროპორციები და ზორბა
გაბარიტები, მის ძალასა და შესაძლებლობებს უსვამს ხაზს. „ელმირაჟს“ გრძელი ბაზა და
კაპოტი აქვს, მისი ძარა თითქმის თავისუფალია ამონატვიფრებისაგან, რაც მას
სისადავეს ანიჭებს. კონცეპტს ემბლემა რომც არ ჰქონდეს, მასში უცილობლად ამოიცნობთ „კადილაკს“.
ამ ბრენდის დამახასიათებელი ელემენტებია რადიატორის ფორმა და წინა და უკანა
ვერტიკალური ფარები. ავტომობილი 22-დუიმიან ალუმინის ბორბლებზე დგას, რომლებშიც
კერამიკული მუხრუჭებია დამალული.
სალონში ყურადღებას
ფუტურისტული კონსოლი და მაჩვენებლების დაფა იქცევს, რომელიც სადაცაა და
იმავდროულად, ინფორმატიულიც. კონსოლი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ზედა ნაწილი თითქმის
მთელ სიგანეს იკავებს, ქვედა კი სალონს ფაქტობრივად ორ ნაწილად ჰყოფს და კოკპიტის
ეფექტს ქმნის. ინტერიერის გასაწყობად, ეგზოტიკური მასალები გამოიყენეს, როგორიცაა აქლემის
ტყავი, ბრაზილიური ვარდის ხე და ტიტანისფერი განათება.
მაჩვენებლების დაფა
შეიცავს გამჭვირვალე ანალოგურ ტახომეტრს და სპიდომეტრს, რომელთა უკანაც, მაღალი
გარჩევადობის დსპლეია მოთავსებული. მასზე შესაძლებელია იმ გამოსახულების მიღება,
რომელსაც წინა კამერა იძლევა. გარდა ამისა, სისტემაში შედის 10-დუიმიანი სენსორული
ეკრანი, რომელიც სანავიგაციო სისტემას და კავშირის საშუალებებს ემსახურება.
კიდევ ერთი რამ, რაც
ყურადღებას იმსახურებს, არის „კადილაკის“ ახალი ემბლემა, რომელმაც კლასიკური ემბლემისთვის
დამახასიათებელი დაფნის გვირგვინი „დაკარგა“. თუმცა, ეს ახალი ლოგოს საბოლოო
ვერსია არაა, რადგან „კადილაკმა“ გამოაცხადა, რომ ამ საკითხზე საბოლოო
გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
No comments:
Post a Comment