დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 11, 2013

კონცეპტუალური სალონი უმძღოლო ავტომობილისთვის

Geneva Show-Bound Rinspeed XchangE Concept Redefines the Interior of Driverless Cars
11 დეკემბერი
რაც დრო გადის, საავტომობილო სამყარო სულ უფრო უახლოვდება ადამიანის ძველ ოცნებას - თვითმავალ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ადამიანის მიერ მართვას არ საჭიროებს და რაც მთავარია, უსაფრთხოდ და კომფორტულად მგზავრობის საშუალებას იძლევა. ამ მიმართულებით ექსპერიმენტულ ავტომობილებს უკვე ქმნიან „მერსედეს-ბენცი“, „ვოლვო“, „ფორდი“ და „გუგლიც“ კი. ამათგან გერმანული კომპანია ალბათ პირველი იქნება, რომელიც საერთო სარგებლობის გზაზე უპილოტო ავტომობილს გამოიყვანს.
ამ ტრენდს ახლავე უბამს ფეხს შვეიცარიული საინჟინრო ატელიე „რინსპიდი“, რომელიც ჟენევის მოტორ შოუსთვის, კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს, რომლის სალონშიც ტიპიურ მძღოლის პოზიციას ვერ ნახავთ. ავტომობილის სახელია „XჩეინჯE“, სადაც „ჩეინჯ“ ცვლილებას აღნიშნავს, X-ს და E-ს კი „რინსპიდი“ ჯერჯერობით არ განმარტავს.
„ჯერჯერობით ავტონომიური ავტომობილების თემა ახალია და მას მომხმარებელი სერიოზულად არ განიხილავს. მაგრამ ასეთი ავტომობილები ძალიან მალე რეალობად მოგვევლინება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ მწარმოებლებს ოპტიმალური გადაწყვეტები შევთავაზოთ. ასეთი ავტომობილი იმის საშუალებას მომცემს, რომ გზას არ ვუყურო და მანქანა არ ვმართო, მოგზაურობისას კი რაც მინდა, ის გავაკეთო, დრო უფრო სასარგებლოდ გამოვიყენო“, - ამბობს „რინსპიდის“ შეფი ფრანკ ემ რინდერკნეხტი.
შვეიცარიულმა ატელიემ სედანი ისეთი სავარძლებით აღჭურვა, რომელთა მსგავსსაც თვითმფრინავის ბიზნეს კლასის სალონში ნახავთ. სავარძლების ფუნქციებიც ბიზნეს კლასისაა. ახალი, სპეციალურად შემუშავებული კონცეპციის შესაბამისად შეიქმნა მართვის, გართობის , უსაფრთხოების და სერვისის საშუალებები. ეს ყველაფერი კი ავტომობილში მსხდომთ კომფორტული მგზავრობის საშუალებას მისცემს. კერძოდ, შეგიძლიათ იკითხოთ, უსმინოთ მუსიკას, ისარგებლოთ ინტერნეტით, ითამაშოთ კომპიუტერში, იცქიროთ ფილმს, ან შეასრულოთ ის სამუშაო, რომელიც სამსახურში ვერ მოასწარით.
ასეთ სალონში საჭის რგოლი მაინც ფიგურირებს, მაგრამ ცენტრალური კონსოლის ცენტრშია მოთავსებული და თუ მაინცდამაინც მართვა მოგენატრათ, მას თქვენსკენ „გააცურებთ“ და მანქანაც უკვე თქვენს განკარგულებაში გადმოვა. ოღონდ, ელექტრონიკა თქვენს ქმედებებს მაინც გააკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ კიდეც. ასეთი საჭე ბორბლებს მექანიკურად კი არა, „მავთულით“ (steer-by-wire - მართვა მავთულით) უკავშირდება.

No comments:

Post a Comment