დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 11, 2013

„პორშეს“ LMP1 პროტოტიპი ოთხცილინდრიანი ძრავით აღიჭურვა

Porsche Confirms LMP1 Race Car Will Have Inline-Four Hybrid
11 დეკემბერი
„პორშემ“ გამოაცხადა, რომ ლე მანის სპეციფიკაცია LMP1-ის შესაბამისად მომზადბული სარბოლი პროტოტიპი, ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც ოთხცილინდრიანი (ერთრიგა) ძრავი და ენერგიის რეკუპერაციის ორი სისტემა შედის.
გერმანული კომპანია ამ სისტემის მახასიათებლებს არ ამხელს, თუმცა გვაუწყებს, რომ შიდაწვის ძრავს საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება, რეკუპერაციის სისტემა კი მოპოვებულ ენერგიას ელემენტებში აგროვებს. საჭიროების შემთხვევაში, ეს სისტემა მბიძგველ ძალას წინა ბორბლებს აწვდის. „პორშემ“ ასევე გამოაცხადა, რომ აღნიშნულ სისტემას მალე სერიულ ავტომობილებზეც დანერგავს.
„პორშემ“ ახლახანს თავისი პროტოტიპის ტესტები პორტუგალიის ალგარვეს ტრეკზე ჩაატარა, სადაც ავტომობილის საჭესთან მარკ ვებერი პირველად დაჯდა. ავსტრალიელ მრბოლს „რედ ბულთან“ კონტრაქტი ამ წლის ბოლომდე ჰქონდა, მაგრამ ავსტრიულმა საჯინიბომ, რომელმაც ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, ამ კონტრაქტის დარღვევის უფლება მისცა.
„ამ საინტერესო პროექტში ჩემი პირველი დღე ძალიან ინტენსიური და საინტერესო იყო. მინდა, „რედ ბულ რეისინგს“ მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ამ პროექტში ადრიდანვე ჩართვის საშუალება მომცა. ეს ტესტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო თითოეული ჩვენგანისთვის. ის იმის საშუალებას მომცემს, რომ გუნდს სწრაფად და იოლად შევეთვისო და LMP1 სარბოლი მანქანის სრულყოფაში მივიღო მონაწილეობა. ბევრი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი და ეს ბევრ შრომას მოითხოვს“, - განაცხადა ვებერმა.

No comments:

Post a Comment