დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, October 16, 2013

„რეინჯ როვერ ევოუკ XL“ 2016 წელს გამოვა

Range Rover Evoque XL for 2016 launch
16 ოქტომბერი
„ლანდ როვერი“ თავისი პოპულარული „რეინჯ როვერ ევოუკის“ უფრო მოზრდილ (გრძელბაზიან), XL-ვერსიას გამოუშვებს, რომელიც კომპანიის გამაში, სტანდარტულ „ევოუკსა“ და „რეინჯ როვერ სპორტს“ შორის არსებულ ნიშას შეავსებს. ჟურანლ „ავტოქარის“ რეპორტიორმა კომპანია „ბერნშტაინ რისერჩის“ მასალები იხილა, სადაც გრძელბაზიანი „ევოუკი“ L560-ად არის მოხსენიებული.
იმავე რეპორტაჟში ნათქვამია, რომ „ევოუკ XL“ იმავე ალუმინის პლატფორმაზე აიგება, რომელზეც „იაგუარი“ თავისი ავტომობილების ახალ ოჯახს გამოუშვებს. ამასთან, ახალ ავტომობილს „იაგუარ ლენდ როვერის“ სოლიჰალის ქარხანაში გამოუშვებენ. „ლენდ როვერის“ ვარაუდით, ბრიტანეთში „ევოუკ XL-ის“ გაყიდვები 80 000 ერთეულს მიაღწევს. ამავე პლატფორმაზე, მომავალში „იაგუარი“ ოთხ მოდელს გამოუშვებს. მასზევე იქნება ბაზირებული კიდევ ერთი ახალი „რეინჯ როვერი“.
„ავტოქარის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ პლატფორმაზე ბაზირებულ ავტომობილებს შორის ერთი „იაგუარის“ უგზოობის მოდელი იქნება, რომელიც ახლახანს ფრანკფურტის მოტორ შოუზე, კონცეპტუალური C-X17-ის სახით ვიხილეთ. ამ ავტომობილის ფასი დაახლოებით 33 000 გირვანქა სტერლინგიდან დაიწყება. გაცილებით ძვირი ეღირება „ევოუკ XL“, რომლის ფასიც 41 000-55 000 გირვანქა სტერლინგი უნდა იყოს.
„ავტოქარი“ ვარაუდობს, რომ „ევოუკ XL“ ყველაზე ეკონომიური ავტომობილი იქნება „რეინჯ როვერებს“ შორის. ამის მიზეზი კი, მსუბუქ სტრუქტურასთან ერთად, სრულიად ახალი აგრეგატი - ბენზინის ოთხცილინდრიანი „ჰოტფაიერი“ იქნება, რომელზეც ამჟამად „იაგუარ ლენდ როვერის“ სპეციალისტები მუშაობენ. გარდა ამისა, ავტომობილი ასევე დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავითაც აღიჭურვება.
„ლენდ როვერი“ ასევე მუშაობს გრძელბაზიან „რეინჯ როვერზე“, რომელიც კომპანიის ფლაგმანი გახდება და რომლის ფასიც ექვსნიშნა იქნება.

No comments:

Post a Comment