დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 3, 2013

„ჰიუნდაი ველოსტერ ტურბო R“ - ნაკლები კომფორტი, მეტი ტემპერამენტი

2014 Hyundai Veloster Turbo R-Spec loses creature comforts, gains sporting equipment
3 დეკემბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, „ჰიუნდაიმ“ თავისი პოპულარული კუპე „ველოსტერ ტურბოს“ R-ვერსია გამოფინა. ახალი ავტომობილი ი9მით გამოირჩევა, რომ ის სტანდარტული „ველოსტერ ტურბოს“ ზოგიერთი სისტემის გარეშეა. მაგალითად, მასზე ვერ ნახავთ ელექტრონულ გასაღებს, რომლის მიახლოებისას, კარი საკეტს თავისით ხსნის, ძრავის დაქოქვის ღილაკს, პრემიუმ ხარისხის მაჩვენებლების დაფას, გვერდითა სარკეებს მოხვევის ციმციმებით, ინტერიერის გასაფორმებელ მაღალი ხარისხის მასალებს და ტყავის სავარძლებს, რომლებიც გამათბობლებითაა აღჭურვილი.
ერთის მხრივ, ამ ყველაფერზე უარი იმის გამო ითქვა, რომ ავტომობილის ფასი ძალიან არ გაზრდილიყო. მეორეც, „ჰიუნდაი“ ამბობს, რომ ეს სისტემები ამ მანქანაზე არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს. ვინც მათ დაყენაბას მაინც ისურვებს, მას ოპციის სახით შესთავაზებენ. ასეა თუ ისე, ფასმა დაიწია და R-ვერსია ყველაზე იაფიანი „ველოსტერ ტურბოა“.
R-ვერსია იმავე ძრავითაა აღჭურვილი, რომლითაც „ველოსტერ ტურბო“. ესაა 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი აგრეგატი, რომელსაც ტურბო დამჭირხნის გარდა, საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემაც ემსახურება. მისი სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 265 ნიუტონმეტრი. თუმცა, ამის მიუხედავად, R-ვერსია მაინც უფრო ტემპერამენტიანია, რადგან მასზე ძრავს სპეციალურად მომზადებული, 6-საფეხურიანი მექანიკური ტრანსმისია ემსახურება. მისი თავისებურება ისაა, რომ დამოკლებული საფეხურები აქვს, რისი წყალობითაც, სწრაფად აჩქარება შეუძლია. გარდა ამისა, R-ვერსია სპორტული დაკიდების სისტემით და სპორტულად დახვეწილი საჭის მექანიზმითაც აღჭურვეს.
ავტომობილი ასევე აღჭურვილია აქტიური ხმოვანი სისტემით, რომელიც სალონში ძრავის ხმას სპორტულ ჟღერადობას ანიჭებს. ამაში კი სისტემას აუდიო სისტემის სპიკერები ეხმარება.

No comments:

Post a Comment