დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 4, 2013

„მერსედესი“ X-კლასს „მინისთან“ საკონკურენციოდ გამოუშვებს

Mercedes said to plan X-class range to rival BMW's Mini
4 აპრილი
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედეს-ბენცს“ გადაწყვეტილი აქვს სუბკომპაქტური ავტომობილების სრული გამის წარმოება, რაშიც მას პარტნიორობას „რენო-ნისანის“ ალიანსი გაუწევს. ამ ეტაპზე, შტუტგარტში ასეთ ავტომობილებს X-კლასად მოიხსენიებენ. მათი ფასი 20 000 ევროზე ნაკლები უნდა იყოს და ისინი კონკურენციას „ბეემვეს“ „მინის“ და „აუდი A1-ს“ გაუწევენ. ახალი კლასი, სამქიმიანების გამაში, „სმარტსა“ და A-კლასს შორის ნიშას შეავსებს.

„დაიმლერი“ ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს, თუმცა გერმანულ პრესას ეს არ აჩერებს და უფრო დაწვრილებით ინფორმაციას გვიზიარებს. კერძოდ, ამ ინფორმაციით თანახმად, X-კლასის პირველი ავტომობილი ქროსოვერის სტილში შესრულდება და ის კონკურენციას „აუდის“ ახალ A2-ს გაუწევს. ეს ავტომობილი „რენოს“ უახლეს სუბკომპაქტურ ქროსოვერ „კაპტურის“ პლატფორმაზე აიგება. X-კლასის ოჯახის მეორე ავტომობილი სუბკომპაქტური მინივენი უნდა იყოს. ის გარეგნულად B-კლასის მინივენს დაემსგავსება და მასზე პატარა იქნება. ის შემდეგი თაობის სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „რენო კლიოს“ ბაზაზე აიგება. ორივე ავტომობილი, ბენზინის და დიზელის სამ და ოთხცილინდრიანი ძრავებით აღიჭურვება.
ახალი ავტომობილების შესამუშავებლად ხუთი წელია საჭირო და „მერსედესი“ ამ დროს სრულად გამოიყენებს, რადგან ამ ავტომობილებისა და მათი დონორებისათვის საჭირო პლატფორმების შემუშავებაში თავადაც მიიღებს მონაწილეობას. ცნობისათვის, „მერსედესის“ და „რენს“ პარტნიორობის პირველი ნაყოფი, ფურგონი „ციტანია“, რომელიც ფრანგული კომპანიის პოპულარულ „კანგუს“ ბაზაზე შეიქმნა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავიდან „მერსედესს“ ახალი კლასისთვის, A-კლასის გამის მოდიფიცირებული პლატფორმის გამოყენება ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხარჯები გაუმართლებლად მაღალი იქნებოდა და ეს ვარიანტი დაიწუნეს. ასევე განიხილებოდა ბაზისად შემდეგი თაობის უკანაძრავიანი „სმარტის“ ვარიანტიც, მაგრამ ამ ავტომობილის არქიტექტურა არასაკმარისად მოქნილია და მისი მოდიფიცირებაც ძალიან ძვირი დაჯდებოდა.
დაბოლოს, ფრანგული კომპანიის პლატფორმის გამოყენება ნიშნავს, რომ სამქიმიანების სუბკომპაქტური ავტომობილი წინაამძრავიანი იქნება. გერმანული კომპანია იმედოვნებს, რომ წლიურად ამ კლასის 100-150 ათას ავტომობილს გაჰყიდის.

No comments:

Post a Comment