დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 17, 2013

„ტატა“ მოდულური პლატფორმით გლობალურ ექსპანსიას გეგმავს

Tata plans for global expansion with new modular platform
17 ნოემბერი
ინდური საავტომობილო კომპანია „ტატა მოტორსი“, თავისი ბიზნესის მთელს მსოფლიოში გაშლას აპირებს, რისთვისაც ბაზარზე მსუბუქი ავტომობილების მთელ ოჯახს გამოუშვებს. ეს ავტომობილები საერთო, მოდულურ პლატფორმაზე აიგება და ისინი მთელს მსოფლიოში გაიყიდება. კომპანიას შემუშავებული აქვს პროექტების პაკეტი, რომელთა განხორციელებაც ექვს წელიწადზეა გათვლილი.
„ტატა“ საკმაოდ წარმატებით მუშაობს კომერციული ავტომობილების ბაზარზე, რაც მის ხელმძღვანელობას ოპტიმიზმით განწყობს თვისობრივად ახალ სეგმენტებში ექსპანსიის წინ. თავისი ფუნქციით, ახალი პლატფორმა ისეთივე იქნება, როგორიც „ფოლკსვაგენის“ მოდულური პლატფორმაა. ინდური კომპანია თავის მომავალ უნივერსალურ არქიტექტურას „მოწინვე მოდულურ პლატფორმად“ (AMP - ედვანსდ მოდულარ პლატფორმ) მოიხსენიებს.
„ტატა“ ამჟამად ერამდენიმე მსუბუქ ავტომობილს (მათ შორის, მსოფლიოს უიაფეს ნანოს) აწარმოებს, რომლებიც უკვე მოძველდა და შეცვლას საჭიროებს. ამაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ ამ ავტომობილების გაყიდვები ძლიერ შემცირებულია. ამ ავტომობილების მოძველების გარდა, მათი გაყიდვების შემცირება, ინდურ ბაზარზე კონკურენციის გამკაცრების შედეგიცაა.
„ტატა მოტორსის“ მმართველი დირექტორი კარლ სლიმი, ვინც ინდურ კომპანიაში ახლახანს გადავიდა „ჯენერალ მოტორსიდან“, ამბობს, რომ ახალ პლატფორმაზე, სხვადასხვა კლასის, განსხვავებული ზომის და დანიშნულების ავტომობილები დაემყნობა. ეს კი პლატფორმა AMP-ს ცვალებადი სიგრძისა და სიგანის წყალობით იქნება შესაძლებელი.
სლიმის თქმით, ახალ პლატფორმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მისი უნივერსალურობის გარდა, ინდური კომპანიის მიზანს ეკონომიური, თანამედროვედ აღჭურვილი, კომფორტული და მანევრული ავტომობილების წარმოება წარმოადგენს. ამასთან, ისინი უნდა იყოს გარეგნულად დახვეწილი და ხელმისაწვდომი. პლატფორმა AMP-ზე აგებული პირველი ავტომობილი ბაზარზე 2015 წელს უნდა გამოვიდეს.

No comments:

Post a Comment