დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, November 16, 2013

„ფორდ ფიუჟნ ენერჯის“ სალონი „კოკა-კოლას“ ბოთლებისგან

This Ford Fusion Energi Features Interior Fabrics Made of...Coke Bottles
16 ნოემბერი
დაახლოებით სწორედ ასეა - „ფორდმა“ და „კოკა-კოლამ“ ერთობლივად შეიმუშავეს ჰიბრიდულ სედან „ფიუჟნ ენერჯის“ ექსპერიმენტული ვარიანტი, რომლის სალონის ზოგიერთი დეტალი, როგორებიცაა სავარძლების ბალიშები, სავარძლების ზურგები, საკისრეები, კარის პანლები და სხვა, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი გიგანტის მიერ შემუშავებულ ტექნოლოგია „პლანტბოტლით“ დამზადდა. ექსპერიმენტულ ავტომობილს, მისი შემქმნელები პირველად ლოს ანჯელესის ავტო შოუზე წარადგენენ.
მასალა, რომელიც „კოკა-კოლას“ ტექნოლოგიით მზადდება, 30 პროცენტით მცენარეული შემადგენლობისაა. ამასთან, მას ტრადიციული პლასტიკის ყველა თვისება გააჩნია, რომელსაც ნავთობპროდუქტებისგან ამზადებენ. „ფორდს“ სერიულ ავტომობილებზე, ასეთ ჩვეულებრივ პლასტიკს (პოლიეთილენ ტერეფთალატი) სწორედ იმ დეტალების წარმოებისას იყენებენ, რომლებიც ზემოთ იყო ნახსენები. ორი კომპანია იმედოვნებს, რომ განახლებადი ნედლეულისგან, მსგავსი მასალების ერთობლივ წარმოებას დაიწყებენ.
„კოკა-კოლამ“ ტექნოლოგია „პლანტბოტლის“ გამოყენება 2009 წელს დაიწყო. ახალი ნივთიერებით დამზადებული 18 მილიონი ბოთლი სასმელი კომპანიამ 28 ქვეყანაში გაჰყიდა. ამით, ამერიკულმა კომპანიამ დაახლოებით 400 მილიონი ბარელი ნავთობი დაზოგა. „ფორდს“ გამოთვლილი აქვს, რომ იგივე მასალის გამოყენების შემთხვევაში, ნედლეულის სახით, წლიურად დაახლოებით 1.3 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტის დაზოგვას შეძლებს.
„ფიუჟნ ენერჯი“ პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილია. მის ამძრავ სისტემაში 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი, ატკინსონის ციკლით მომუშავე შიდაწვის ძრავი და ელექტრო ძრავი შედის. სისტემის ჯამური სიმძლავრე 185 ცხენის ძალაა. ერთი სრული გაწყობით და დამუხტვით, ავტომობილს 750 კილომეტრის გავლა შეუძლია, მხოლოდ ელექტრო ძრავით კი სვლის სიშორე 33 კილომეტრს შეადგენს.

No comments:

Post a Comment