დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 7, 2015

ჰამილტონის მეოთხე გამარჯვება კანადაში

Motor racing-Hamilton savours Canada win after Monaco blow
7 ივნისი
კანადური რბოლის კვალიფიკაციის წინ, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ მონკოს გაწბილება წარსულში დატოვა და მონრეალში ისევ გამარჯვებისთვის იბრძოლებდა. ასეც მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ თავის მთავარ მეტოქესა და თანაგუნდელ ნიკო როსბერგს ფინიშთან მხოლოდ 2.2 წამით მიასწრო, მაინც მთელ რბოლას დამაჯერებლად ლიდერობდა.
ამგვარად, ჰამილტონმა ამ სეზონში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. და ეს მის კარიერაში მეოთხე გამარჯვებაა მონრეალის ჟილ ვილნევის სახელობის ავტოდრომზე, სადაც პირველად თავის სადებიუტო სეზონში, 2007 წელს გაიმარჯვა (მაკლარენით) და ეს მის კარიერაში, ფ1-ის პირველი მოგებული რბოლაცაა. დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, ის როსბერგს 17 ქულას უგებს.
მონრეალის რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა ვალტერი ბოტასმა, ვინც კიმი რაიკონენის შეცდომით ისარგებლა. ამგვარად, ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევაა, როცა კვარცხლბეკზე „მერსედესის“ და „ფერარის“ გარდა, სხვა გუნდის პილოტი ავიდა. მეოთხე ადგილი რაიკონენს ერგო, რომელმაც სულ ოთხი წამით აჯობა თავის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს. არადა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა რბოლა ბოლოსწინა რიგიდან დაიწყო და პირველ, ნაადრევ პიტსტოპზეც, მარცხენა უკანა ბორბლის გამოცვლის გაჭიანურების გამო, თითქმის ხუთი წამი დაკარგა.
„მე მიყვარს მონრეალი. ნიკო სწრაფი იყო, მაგრამ მე ვგრძნობდი, რომ რბოლას სრულად ვაკონტროლებდი“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მოპოვებული 37-ე გამარჯვებაა. მას მონაკოშიც უნდა მოეგო, რომ არა გუნდის მიერ დაშვებული შეცდომა.
აღსანიშნავია, რომ ფეტელს რბოლის მეორე ნახევარში ხისტი ბრძლა გადახდა ნიკო ჰულკენბერგთან, რომელსაც მოსახვევში გარე რადიუსით გაასწრო და თითქოს, მათი მანქანები ერთმანეთს შეეხენ კიდეც. ფეტელმა „ფერარის“ რადიოთი ამცნო, არ დავჯახებივარო. სტიუარდებმა შემთხვევა სწრაფადვე განიხილეს და ფეტელი უდანაშაულოდ სცნეს.
პირველი ქულები მოაგროვა პასტორ მალდონადომ, ვინც რბოლა მე-7 ადგილზე დაასრულა. მისმა თანაგუნდელმა რომენ გროჟანმა კი მე-10 ადგილით ერთი ქულა დაიმსახურა. სამაგიეროდ, კვლავ ხელი მოეცარა „მაკლარენს“, რომლის ორივე პილოტმა რბოლა ფინიშამდე დაასრულა.

კანადის დიდი პრიზი
მონრეალი, ჟილ ვილნევის ტრასა, დისტანცია 305.270 კმ (4.361 კმ, 70 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)           1:31:53.145
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     +00:02.285
3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                     00:40.666
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი)                             00:45.625
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი)                    00:49.903
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი)                         00:56.381
7. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი)          01:06.664
8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)            1 წრე
9. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული)                        1 წრე
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1 წრე
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია)                    1 წრე
12. კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
13. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული)          1 წრე
14. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი)                   1 წრე
15. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო)           1 წრე
16. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი)                      2 წრე
17. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი)                      4 წრე
გ. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი)                            13 წრე
გ. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 16 წრე
გ. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი)              26 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: კიმი რაიკონენი - 1:16.987, 420ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი - 151 ქულა; 2. ნიკო როსბერგი - 134; 3. სებასტიან ფეტელი - 108; 4. კიმი რაიკონენი - 72; 5. ვალტერი ბოტასი- 57; 6. ფელიპე მასა - 47; 7. დანიელ რიკარდო - 35; 8. დანილ კვიატი - 19; 9. რომენ გროჟანი - 17; 10. ფელიპე ნასრი - 16; 11. სერხიო პერესი - 11; 12. ნიკო ჰულკენბერგი - 10; 13. კარლოს საინს უმცროსი - 9; 14. მაქს ფერსტაპენი - 6; 15. პასტორ მალდონადო - 6; 16. მარკუს ერიქსონი - 5; 17. ჯენსონ ბატონი - 4

კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 285 ქულა; 2. ფერარი - 180; 3. უილიამს-მერსედესი - 104; 4. რედ ბულ-რენო - 54; 5. ლოტუს-მერსედესი - 23; 6. ზაუბერ-ფერარი - 21; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 21; 8. ტორო როსო-რენო - 15; 9. მაკლარენ-ჰონდა - 4; 10. მენორ-ფერარი - 0

No comments:

Post a Comment