დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, June 7, 2015

„ფორდი“ სამცილინდრიან ძრავს დეაქტივაციის სისტემით აღჭურვავს

Ford 1.0 EcoBoost with Cylinder Deactivation Technology is a Possibility
7 ივნისი
„ფორდმა“ სერია ეკობუსტის სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავის წარმოება 2012 წელს დაიწყო და ასეთ მოკლე დროში, ამ პატარა ძრავმა, ზედზედ სამჯერ მოიპოვა წლის საუკეთესო აგრეგატის წოდება. ის სულ უფრო პოპულარულია თვით ამერიკულ ბაზარზეც კი, სადაც ძრითადად მრავალცილინდრიან ძრავებს ანიჭებენ უპირატესობას. მაგრამ ცისფერი ოვალისთვის ესეც არაა საკმარისი.
ამერიკული კომპანია არ მალავს, რომ ამ პატარა, ძალიან ეფექტური ძრავისთვის, ცილინდრების (უფრო სწორედ, ერთი ცილინდრის) დეაქტივაციის სისტემის შემუშავებას აპირებს. ამით კიდევ უფრო შემცირდება საწვავის ხარჯი და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა. ამ ეტაპზე, ინჟინრები მუშაობენ იმაზე, რომ ყოველმხრივ სრულყოფილი ეს პატარა ძრავი, კიდევ უფრო დახვეწონ.
ძრავების 2015 წლის საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელსაც ვენამ უმასპინძლა, „ფორდის“ ძრავების კლევისა და ინჟინირინგის დეპარტამენტის დირექტორმა ანდრეას შამელმა სამცილინდრიანი ეკობუსტის განვითარების ახალი პროექტი წარადგინა. პროექტში ხაზგასმულია, რომ ცილინდრების დეაქტივაციის სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენების შემთხვევაში, საწვავის ხარჯი დაახლოებით 6 პროცენტით მცირდება. ასეთი შედეგები სამუშაო პროტოტიპზე, საგზაო პირობებში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა.
შამელის თქმით, ცილინდრების დეაქტივაციისთვის ინჟინრებმა ორმაგი წონის მქნევარა გამოიყენეს, რომლის წყალობითაც, ასევე ხმაური და ვიბრაცია შემცირდა. ის ამბობს, რომ ცილინდრების და ლიტრაჟის ძიერ შემცირების მიუხედავად, 1.0-ლიტრიან ძრავს კვლავაც რჩება იმის პოტენციალი, რომ მისი საწვავის ხარჯი შემცირდეს. და შამელის თქმით, დეაქტივაცია სწორედ ამის საშუალებას იძლევა.
ექსპერიმენტის დროს, ინჟინრებმა 1.0-ლიტრიანი ეკობუსტით აღჭურვილი „ფორდ ფოკუსი“ გამოიყენეს. მათ ავტომობილის ელექტრონული სისტემა იმგვარად შეცვალეს, რომ ერთი ცილინდრის გათიშვა შესძლებოდა. პარალელურად, ძრავზე ორმაგი წონის მქონე მქნევარა და მოდიფიცირებული გადაბმულობის დისკო დააყენეს. „ფორდი“ ამბობს, რომ ამგვარი მიდგომა, განსაკუთრებულად ეფექტური დაბალ ბრუნვებზეა. გათვლებმა აჩვენა, რომ აღნიშნულ ძრავს, ორი ცილინდრით ეფექტურად მუშაობა, სხვადასხვა დატვირთვის შემთხვევაში შეუძლია.

No comments:

Post a Comment