დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 19, 2013

დათა ქაჯაიამ კლერმონ ფერანიც დაიპყრო


19 მაისი
ოღონდ, დიჟონისგან განსხვავებით, ამჯერად „მხოლოდ“ ორი რბოლის მოგებას დასჯერდა. უფრო სწორედ, ლეჯენდსის კლასის სარბოლი ავტომობილების ევროპის ეროვნებათა თასის მეორე ეტაპის სამივე რბოლა ტრასაზე მოიგო, მაგრამ გრძელი რბოლის დროს, სავალდებულო პიტსტოპზე, ბოქსებიდან დაბრუნების წესი დაარღვია (ქრონმეტრაჟის და არა თავისი მიზეზით), რის გამოც, საჯარიმო დრო დაემატა და საბოლოოდ, კვარცხლბეკს მიღმა დარჩა. სამი რბოლის ჯამში კი მეორე ადგილი მიეკუთვნა.

კლერმონ ფერანის ტრასა, რომელიც ასევე შარადის სახელითაცაა ცნობილი, ერთ-ერთი ურთულესია ევროპაში. მასზე ფორმულა ერთის ოთხი რბოლაც ჩატარებულა და ჯონ ფრანკენჰაიმერს თავისი ოსკაროსანი (სამი მეორეხარისხოვანი ნომინაცია აქვს მოგებული) „დიდი პრიზის“ რამდენიმე ეპიზოდიც გადაუღია, რასაც უამრავი მაყურებელი დასწრებია - ხუმრობა ხომ არ იყო, ფილმში ფრანგების გამორჩეული ვარსკვლავი ივ მონტანიც თამაშობდა. მოკლედ, ამ რთულ ტრასაზე ქართველის გამოსვლას ბევრი ელოდა, ყველას აინტერესებდა, რას იზამდა მისთვის სრულიად უცნობ, რთულ ტრეკზე. რა უნდა ექნა, გასულ სეზონში ხომ მისთვის ყველა ტრასა ახალი იყო...
დათამაც აიღო და სამივე რბოლის ფინიში ჩაიბარა და ენდურენსზე მომხდარი გაუგებრობა რომ არა - ბოქსები 4 წამით ადრე დატოვა, რის გამოც მის დროს 34 წამი დაუმატეს, ამჯერადაც შინ ჰეთ-თრიკით დაბრუნდებოდა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კლერმონ ფერანში მისი გამოსვლა წარმატებული იყო.
სამწუხაროდ, ამჯერად დათა ერთადერთი ქართველი იყო ტრასაზე. საფრანგეთში გამგზავრებამდე მისმა თანგუნდელმა კონსტანტინე კოლიაშვილმა ლავიწის ტრავმა მიიღო, რის გამოც ლეჯენდსის ევროპის ეროვნებათა თასის მეორე ეტაპი გამოტოვა. თუმცა, როგორც „MIA ფორსის“ უფროსმა მამუკა ჟორჟოლაძემ გვაცნობა, მესამე ეტაპისთვის კოტე მზადყოფნაში იქნება.
მესამე ეტაპს კი 8-9 ივნისს ბრიტანეთის ბრენდს ჰეჩი უმასპინძლებს.

No comments:

Post a Comment