დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, August 20, 2015

სოლარმობილი

The Solarmobil May Be the Ultimate Weekend Getaway Trike
20 აგვისტო
სამ ძალიან ვიწრო ბორბალზე დგას, რომლებიც ველოსიპედისას ჰგავს, თითქმის ღიაა, საჭის ნაცვლად ბერკეტ-ჯოისტიკით იმართება და საერთოდ, მისი შასის ელემენტები, სახსრულადაა დაკავშირებული და ადვილად შეიძლება დაიშალოს. მაგრამ მაინც ავტომობილად მოიხსენიებენ. მას „სოლარმობილი“ ჰქვია - იმიტომ, რომ ენერგიას მზისგან ღებულობს.
„სოლარმობილის“ ავსტრიელი შემქმნელები ამბობენ, რომ მისი მზიდ სტრუქტურის დასამზადებლად ყველანაირი მასალა გამოდგება - ალუმინი, ფოლადი და ბამბუკიც კი. მათ ჩამონათვალში არ უხსენებიათ, მაგრამ კარბონის კომპოზიტი და ტიტანი საუკეთესო მასალები იქნება - მსუბუქიც და მტკიცეც.
მართვის ჯოისტიკი სავარძლებს (სკამებს) შორისაა მოთავსებული. ანუ, სოლარმობილის მართვა ორივეზე მჯდომს შეუძლია. ეს მოსახერხებელი იქნება, როცა მზის დახმარებით, შორეულ მოგზაურობას გადაწყვეტთ. ამის საშუალებას, ავტომობილის სახურავი მოგცემთ, რომელზეც მზის ელემენტებია განლაგებული. მათი ჯამური სიმძლავრე 1.0 კილოვატია. ელემენტების მქკ 21%-ია, რაც 600-ვატიანი ელექტრო ძრავისთვის საკმარისია. ის უკანა ბორბალთანაა დაკავშირებული.
სხვათა შორის, „სოლარმობილის“ კონსტრუქცია ისეთია, რომ მასზე პედლების კვანძის დამატებაცაა შესაძლებელი. ესეც შორეული მგზავრობისას გამოდგება - თან მოგზაურობა, თან ვარჯიში, შესანიშნავი შეხამებაა. და ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ მას ჰიბრიდული ავტომობილიც უწოდოთ. ენერგია ელემენტების ორ მომცრო ბლოკში ინახება, რომლებიც სხვადასხვა ადგილზე შეიძლება დამაგრდეს. მაგალითად, უკანა საყრდენებზე. ასევე შესაძლებელია მუხრუჭების ენერგიის აღდგენის მინი სისტემის გამოყენება, თუმცა ასეთი მსუბუქი მანქანისთვის, ეს მეტისმეტი იქნება.
პროექტის ავტორების თქმით, „სოლარმობილის“ საბაზო ვერსიის აგება დაახლოებით 2 500 ევრო დაჯდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი ველოსიპედი ამაზე ძვირი ღირს, სრულიად მისაღები ფასია. და თუ ევროპაში ფეხს ვერ მოიკიდებს, ინდოელები მას რიკშას ნაცვლად მაინც გამოიყენებენ.

No comments:

Post a Comment